ახალი პოლიტიკური პლატფორმის "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, დღეს, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში დეპუტატობის კანდიდატად გურამ ჩალაგაშვილი წარადგინა.
ვაშაძის თქმით, ჩალაგაშვილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატია არა მარტო გურიის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით:
_ გურამი იმდენად ძლიერი კანდიდატია, რომ ჯერჯერობით ვერცერთმა პარტიამ კონკურენტი ვერ მოუნახა და ამ დრომდე ფიქრობენ თუ ვინ დაუპირისპირონ მას, _ აღნიშნა ვაშაძემ, რომელიც დარწმუნებულია, რომ გურამ ჩალაგაშვილი 8 ოქტომბრის არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.
შეხვედრაზე, რომელიც ჩოხატაურში, "კრიმანჭულის სკვერში" გაიმართა, ლანჩხუთელებიც იმყოფებოდნენ. გიორგი ვაშაძემ შეკრებილ საზოგადოებას პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო.
სამომავლო საქმიანობაზე და მომავლის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება გურამ ჩალაგაშვილმა.