სტამბულის ყველა ქუჩას, ხიდს და დაწესებულებას ახლა თურქეთის ხელისუფლება აკონტროლებს. ქვეყანაში კომენდატის საათია გამოცხადებული და ყველგან ჟანდარმერიის წარმომადგენლები იმყოფებიან.
სტამბულის ცენტრში ისევ დგას ათასობით მოქალაქე, რომლებიც ერდოღანს მხარდაჭერას უცხადებენ. მოქალაქეების ნაწილი არმიის წარმომადგენლებთან ერთად საზოგადოების თავშეყრის ადგილებს და ხიდებსაც აკონტროლებს და როგორც აღნიშნავენ, არ დაუშვებენ ქვეყანაში გარე ძალებმა სამხედრო გადატრიალება მოაწყონ.
მოსახლეობას ქუჩაში დგომისკენ თურქეთის პრეზიდენტიც მოუწოდებს, რომელის განცხადებით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, თუმცა, მდგომარეობის სრულად დასტაბილურებამდე ერდოღანი მის მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ არ დაიშალონ.
ფოტოები, რომლებსაც ახლა გთავაზობთ ათათურქის აეროპორტისკენ მიმავალ გზაზეა გადაღებული და ის თურქეთში მცხოვრებმა ქართველმა მოგვაწოდა.