თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. აღნიშნულ ინფორმაციას TELEGRAPH ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გადატრიალების მცდელობაში პოლკოვნიკები არიან ჩართულები, თუმცა მთავრობის იურისტის თქმით, არსებობს მინიშნებები, რომ განვითარებულ მოვლენებში სასულიერო პირია ჩართული, რომელიც პენსილვანიაში გადასახლებაში ცხოვრობს.
ადვოკატის, რობერტ ამსტერდამის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის პარასკევს საღამოს ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებდა მოსალოდნელი არეულობის შესახებ.
"არსებობს მტკიცებულებები, რომ გიულენი მჭიდროდ მუშაობდა სამხედრო მეთაურების ნაწილთან ერთად ხელისუფლების დასამხობად,"_ამბობს ადვოკატი.
როგორც ცნობილია, გიულენი და მისი მოძრაობა ბრალდებას უარყოფენ, ხოლო ნიუ-იორკში დაფუძნებულ ღირებულებების გაცვლის ალიანსში ამბობენ, რომ ბრალდება სრულიად უპასუხისმგებლოა.
"თურქეთის საშინაო პოლიტიკაში ნებისმიერ სამხედრო ინტერვენციას ვგმობთ,"_აცხადებდბენ ალიანსში არეულობის დაწყებამდე.
თუმცა როგორც ცნობილია, REUTERS-ის ჟურნალისტმა შაბათს დილით ქალაქში უკვე ნახა 30-მდე შეიარაღებული სამხედრო მხარდამჭერებტან ერთად, რომლებმაც შემდეგ პოლიციას იარაღი ჩააბარეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოსფორის ხიდზე სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილს, რომლებიც ხიდზე გადმოსვლას სამხედრო გადატრიალების გასაპროტესტებლად ცდილობდნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, შეტაკება დაიწყო მმართველი და განვითარების პარტიების გულშემატკივრებს შორის, შემდეგ პოლიციისა და ჯარისკაცების დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც 60-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა.