თვითმხილველის ინფორმაციით, აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში ერთ-ერთ დაჭრილს 7 ტყვია აქვს მოხვედრილი. როგორც თვითმხილველი აღნიშნავს, სროლას წინ დაპირისპირება არ უძღოდა.
მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელი აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე მივიდა და იქ მყოფ ერთ-ერთ პირს ცეცხლი გაუხსნა. როგორც თვითმხილველი აღნიშნავს, დაჭრილის მეგობარმა თავდამსხმელი დაჭრა, მას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.
არსებული ინფორმაციით, ორივე პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.