ამერიკელმა დიეტოლოგებმა 6 პროდუქტი დაასახელეს, რომლებიც კანის სიჯანსაღეს უწყობს ხელს.
კაკაო ანტიბაქტერიული მოქმედების მქონე მცენარეულ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც კანს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავს. აბაზანის მიღებისას 1/3 ჩაის ჭიქა უცხიმო რძეში გახსნილი 1/8 ჩაის ჭიქა კაკაოს გამოყენება კი, სხეულის სიმკვრივეს უწყობს ხელს.
ნაღები დიდი ოდენობით ცილებს შეიცავს, რომლებიც კანს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება. ნაღებისგან გაკეთებული სახის ნიღაბი ასუფთავებს ფორებს და კანს მკვდარი უჯრედებისგან წმენდს.
მარწყვი ვიტამინ С-ს წყალობით, კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს.
ავოკადო სილამაზის შენარჩუნების საიდუმლოდ მიიჩნევა. იგი ანტიბაქტერიული ნივთიერებებით და შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებითაა მდიდარი, რომლებიც კანს სიგლუვეს ანიჭებს.
ჩაი კანის სილამაზის შენარჩუნების კიდევ ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამასთან, მწვანე და თეთრი ჩაი, შავ ჩაიზე 2-ჯერ მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს.
ყავა მზის სხივებისგან იცავს კანს. იგი კოლაგენისა და ელასტინის შენარჩუნებას უწყობს ხელს, რომლებიც ნაოჭების წამოქმნას ეწინააღდეგებიან.