"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე ქალაქ ოზურგეთის ცენტრში მოსახლეობას შეხვდა და დეპუტატობის კანდიდატი, ოზურგეთელი ზაზა მამულაშვილი წარადგინა.
"მას ძალიან უყვარს თავისი რეგიონი. გამაოცა მისმა მოსაზრებებმა, თუ როგორ შეიძლება სოფლის მეურნეობა განვითარდეს, რა შეიძლება გაკეთდეს არა მარტო გურიაში, არამედ საქართველოში. მაგალითად სიმინდი, რომელსაც ორ კაპიკად ყიდით, როგორ შეიძლება ის მართლაც შემოსავლის წყარო გახდეს. უამრავი იდეა აქვს და სოფელში მოიტანს კონკრეტულ შედეგს," _ თქვა გიორგი ვაშაძემ.
ზაზა მამულაშვილმა შეხვედრაზე თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ ის იმყოფებოდა აბაშაში, სადაც მოსახლეობისთვის არავის არ უსწავლებია, რომ სიმინდისგან ზეთი მზადებოდა.
"მათვის არავის უსწავლიებია, რომ სიმინდისგან ზეთი გამოდის და სპირტიც იხდება. გურია თხილის სამშობლოა და არ შეიძლება ვინმეს რა ფასადაც უნდა, იმ ფასად მივყიდოთ. თხილს ზეთი აქვს, რომელიც 25 დოლარი ღირს და მეტი კიდევ," – თქვა შეხვედრაზე ზაზა მამულაიშვილმა.
გიორგი ვაშაძემ ასევე მოსახლეობის კითხვებს უპასუხა და მოგვიანებით კი პარტიის ოფისი გახსნა.
"ახალი საქართველოს" შეხვედრა ქართველი მომღერლების რეპეტიციის ფონზე მიმდინარეობდა _ დღეს ოზურგეთში, "ჭადრების ბაღში" (ეს ის ადგილია, სადაც ახლოს გამართა "ახალმა საქართველომ" შეხვედრა) პროექტ check in Georgia-ს ფარგლებში ზურაბ დოიჯაშვილი, ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი და ნიკოლ შოუ იმღერებენ.