ბაღდადში აფეთქების შედეგად 14-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
საავადმყოფოს წყაროების ინფორმაციით, დაშავებულების უმეტესობა კრიტიკულ მდგომარეობაშია, რის გამოც შესაძლოა დაღუპულების რაოდენობა გაიზარდოს.
როგორც ცნობილია, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მინიბასში აიფეთქა.
აფეთქებას უმეტესად ქალები და ბავშვები ემსხვერპლა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
ერაყის პრემიერ-მინისტრის, ჰაიდერ ალ აბადის თქმით, ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემა უნდა გაძლიერდეს.
მისივე ინფორმაციით, ბაღდადში, ამ თვის დასაწყისში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 292 ადამიანია დაღუპული.