ნატო რუსეთის თავდასხმისთვის მზად უნდა იყოს. აღნიშნულ ინფორმაციას THE DAILYMAIL ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ექსპერტების თქმით, მოსალოდნელია, რომ რუსეთი პოლონეთს თავს დაესხას, რისთვისაც ნატო მზად უნდა იყოს და რუსეთის შესაჩერებლად რეგიონში თავდაცვა გააძლიეროს.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს 25 გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნატო-მ რუსეთის კონტრშეტევების აღსაკვეთად უფრო მეტი უნდა გააკეთოს.
"თუ მოსკოვი უშუალოდ განიზრახავს ნატო-ს გამოწვევას, ის ამას დიდი სისწრაფით განახორციელებს, უკვე მომზადებული გეგმის მიხედვით,"_ნათქვამია ანგარიშში.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის მიზეზი ნატო-ს ქმედებების არასწორი აღქმაა.
"რუსეთი იშვიათად ნიღბავს ნამდვილ ზრახვებს. თუმცა მან უკვე გამოაცხადა საჯაროდ, დასავლეთს არ სჯერა რუსეთის განცხადებების და უგულებელყოფს მის საომარ მზადყოფნას,"_ნათქვამია ანგარიშში.
ატლანტიკური საბჭო აცხადებს, რომ ნატო ნელა რეაგირებს რუსეთის ინტერვენციაზე და რუსეთს თავის ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს, რაც მოსალოდნელია, ნელ-ნელა სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ნატო-ს ძალებისთვის პოლონეთში, მიუღებელია შემოჭრილ ძალებზე თავდასხმა.
"ნატო-ს ძალებს პოლონეთში არ სჭირდება ომის მოგება, მაგრამ შეუძლია მასპინძელი ქვეყნის ჯარებთან ერთად, რუსეთს, შეჭრის შემთხვევაში დაუპირისპირდეს,"_წერია ანგარიშში.
როგორც ცნობილია, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ პოლონეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი უსაფრთხოების მიზნით უფრო შეამჭიდროვა.
"არ გამოვრიცხავთ რუსეთის თავდასხმას. შესაძლებელია, რუსმა სახმედროებმა საზღვრებთან წრთვნები გაიარონ, ხოლო შემდეგ შემოიჭრან,"_აცხადებს ლიტვის თავდაცვის მინისტრი.
მაუწყებლის ინფორმაციით, პოლონეთში შესაჭრელად რუსეთმა ლატვია და ლიტვა უნდა გაიაროს, თუ არ დაარწმუნებს ბელორუსიას, რომ მოსკოვის ჯარებს გავლის საშუალება მისცეს.
როგორც ცნობილია, პოლონეთი რუსეთის ბატონყმობის ქვეშ ათწლეულების განმავლობაში იყო, ხოლო 1999 წლიდან ნატო-ს წევრია.
გავრცელებული ცნობით, ნატო-ს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის დასაცავად რეგიონში 4 000-მდე მრავალფუნქციური სამხედრო დანაყოფი გაიგზავნება, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, გერმანიის და და ბრიტანეთის ქვეყნებიდან, თითოდან 1 000 სამხედრო იქნება წარმოდგენილი.
როგორც ცნობილია, ნატო-ს გადაწყვეტილებას რუსეთი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ ნატო მსგავს ნაბიჯს გადადგამს, რუსეთი საზღვართან დამატებით სამ დანაყოფს განათავსებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნატო-ს სამხედრო წრთვნებში , რომელიც პოლონეთში ტარდება ალიანის წევრი და არაწევრი ქვეყნებიდან სულ 30 000 სამხედრო მონაწილებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ნატო-ს წრთვნის პარალელურად, რუსეთი ახალ სამხედრო ბაზას აშენებს.
როგორც რუსეთში აცხადებენ მშენებარე სამხედრო ბაზა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ლიტვაში აცხადებენ, რომ რუსეთი ცდილობს ლიტველი ჯარისკაცები და ბიზნესმენები რუსეთის ჯაშუშებად აქციოს.