ქალაქ ოზურგეთში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს გურულებს მადლობა გადაუხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გურულებმა ოთხი წლის წინ მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილს და იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეეძლო ქვეყნაში არსებული ვითარების შეცვლა.
მისი გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრს უცნობმა გურულმა ქალმა მიმართა: "რა გაგვიკეთა მერე?!" – ქალბატონის რეპლიკა პრემიერ-მინისტრმა და გურულებმა იუმორში გაატარეს.