https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გზა ბიოფერმერობამდე _ უტყუარი მომავლის ორიენტირი

13:07; 29.07.2016
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ხუთი წლის წინ, როცა მიწასა და სამეურნეო საქმიანობაზე უსაზღვროდ შეყვარებული ბესო მჟავანაძე დამწყები, მოყვარული ფერმერი იყო და პირველ ნაბიჯებს დგამდა ამ სფეროში, მაშინ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ მისი მიზანი სამაგალითო ბიოფერმერად ჩამოყალიბება იყო.

გავიდა მრავალი წელი და ჩვენ ახლა ვიმყოფებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის განაპირა მხარეს, "ოქროს მუხუროდ" წოდებულ უბანში, სადაც უკვე აღიარებული ბიოფერმერი ბესო მჟავანაძე ცხოვრობს. მის შესახებ ახლა, საქართველოს მცხოვრებლები ხშირად ისმენენ, ხედავენ ტელევიზიებით, რა შეუძლია ერთ მიზანდასახულ კაცს.

მრავალწლიანი შრომითი გზა, რომელიც ჩვენმა რესპონდენტმა გაიარა, თავადვე ამბობს, რომ ხშირად მომქანცველიც იყო, თუმცა ის აღმოჩნდა უტყუარი მომავლის ორიენტირი, რამაც საბოლოოდ ბიოფერმერად აღიარება მოუტანა.

ბესო მჟავანაძის კარმიდამოს მნახველს სულ ადვილად შეუძლია დარწმუნდეს, ერთ ჯანმრთელ, მიწის ფართობის მქონე კაცს, შეუძლია, მთებიც გადააბრუნოს, თუ მოტივირებული და მიზანდასახულია.

თავიდანვე მიზნად დაისახა ჯერ მიწის ჯანმრთელობისთვის ეთვალთვალა, რადგან ბიოფერმერად ჩამოყალიბებისთვის მხოლოდ სურვილი არ კმაროდა. თხევადი ორგანული სასუქი "ორგანიკა" წარმატების უპირობო დამხმარე საშუალებად მიაჩნია, რომლის საყიდლად ფული არასდროს ენანება და გამოფიტული ნიადაგის აღსადგენად და ფოთლოვანთა საკვებად იმთავითვე ერთ-ერთ "ნაყოფიერების ღმერთად" მიიჩნია. მუდამ ფიქრობდა, რომ გამოფიტული ნიადაგის აღსადგენად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მისაყვანად, თავდაუზოგავი და სწორად გათვლილი, შედეგის მომტანი შრომა იყო საჭირო.

მაინც რა შედეგს მიაღწია ბოლო ხუთი წლის მანძილზე? ვიდრე ინოვაციებზე ისაუბრებს, ვეკითხებით, ასეთი წარმატების ფონზე, თუ საიდუმლო არ არის, რას შეადგენს მისი შემოსავალი?

_ ჩემი შემოსავალი? … აგერ, ეს ჭიშკარი, _ იღიმება და ეზოში შესასვლელ ჭიშკარზე მიგვითითებს. თან გვიხსნის, რომ მას ფულის კეთებაზე იმდენად არ უფიქრია, რამდენადაც ბიოპროდუქტის წარმოებაზე _ სიახლის დანერგვა და მასზე დაკვირვების მოხდენა _ ასეთი იყო კრედო…

კარმიდამო პავლოვნიების წრეშია მოქცეული.

_ დიახ, პავლოვნია ჰქვია ზუსტად და არა პავლონია _ ეზარებათ ამ მცენარის სრული სახელის წარმოთქმა, _ გვეუბნება ბატონი ბესო და უზარმაზარ ხეებს ასცქერის _15 მეტრამდე სიმაღლის პავლოვნიები გუშაგებივით დასცქერიან აგუგუნებულ კარმიდამოს.

რა ხდება ამ უცნაურ წრეში?

სიახლეების კასკადი

თხილი ერთ შტამბზე _ უნიკალური ევროპული ყაიდა, როცა ბუჩქოვანი მცენარე, ხეხილოვნის მსგავსად, მხოლოდ ერთი ტანით ძლიერად დგას მიწაზე და მეტრნახევრიან შტამბს ზემოთ იწყება ვარჯი, რომელიც სიმეტრიულად არის დაბუჩქული. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს უზარმაზარი მწვანე თაიგულები დგას მიწაზე. თავიდან, როცა თხილის ერთი კალამი დარგო, ზრდის მომენტში ნაყარი შემოაჭრა. ასე უთვალთვალა, ვიდრე შტამბი არ დამსხვილდა და ერთ ჩვეულებრივ ხედ არ ჩამოყალიბდა. ამასთანავე, ვარჯის ტოტებსაც იმ დოზით სხლავდა, რომ სიმეტრიულობა დაცული ყოფილიყო. თითოეულ ძირს უხვად ანოყიერებს "ორგანიკას" მეშვეობით, შედეგიც არნახულია _ ნაყოფით დამძიმებული ტოტების ამობრუნება ჭირს კიდეც. კითხვაზე, რამდენად მომგებიანია თხილის ბუჩქის ასეთი ფორმით ცვლილება _ ეს ხომ დიდი დროს, ბევრ ბიოსასუქს და ნერვების გამოცდას ითხოვს. ბატონი ბესო ამბობს, რომ მუშაობს საუკეთესო ხარისხის ბიოპროდუქტის მიღებისთვის. შედეგიც დადგა და ბუნებრივია, მთელი სამყაროს მეთხილე ფერმერები ასეთი მიდგომით ვერ იმუშავებენ, უბრალოდ, ბიოფერმერმა საკუთარ კარმიდამოში გამოსცადა ევროპაში კარგად აპრობირებული მეთოდი.

გრძელი ვაშლი _ ეს საოცარი სახეობა მსხმოიარე სახით მხოლოდ საკუთარ ფეისბუქგვერდზე აქვს. ეზოში კი საძირე ნერგები, თითოეულში რომ 18 ლარი გადაიხადა, დასამყნობად აქვს გამზადებული და თავს ევლება. მიაჩნია, რომ ეს არის მისი ნოუჰაუ. მყნობა უკვე იწყება. საძირეები ერთმანეთთან ნახევარ მეტრითაა დაშორებული. გირლიანდებად ასხმულ ვაშლს მცენარე პირველ წელსვე ისხამს. საძირეებთან ჩაცუცქული გვეუბნება, რომ ეს მცენარე მსხმოიარე დღეს მხოლოდ ინტერნეტსივრცეშია, მომავალ წელს კი ბესო მჟავანაძის კარმიდამოშიც იქნება. თუ მოხვალთო? ყვავილებსაც გაეჯიბრება წითელი გირლიანდებით, ნახეთ, ასე თუ არ იქნებაო! აუცილებლად მოვალთ! _ ვპასუხობთ და მომდევნო საოცრებას ვაკვირდებით.

"ტიახარა", საადრეო ჯიშის მანდარინი, ჩვენში ახალშემოსული არაა, თუმცა, მჟავანაძის კარმიდამოში იმხელა ზომის ნაყოფი აქვს, ბუნებაში ოქტომბრის დასაწყისი გეგონება. ბიოფერმერი ამბობს, რომ მართალია, საადრეო ჯიშია, მაგრამ მიწის ნაყოფიერება, მასზე გამუდმებული ზრუნვა, ციტრუსოვანს კიდევ უფრო ადრე შემოსვლის საშუალებას აძლევს.

ავოკადო უკვე მსხმოიარეა _ ბრაზილიაში 40 მეტრამდე იზრდება, ჩემთან ჯერ ორი მეტრის სიმაღლე თუ აქვს, თუმცა ნახეთ მსხმოიარობა, _ გვეუბნება ბატონი ბესო და მწვანე ნაყოფით "თავდახრილ" კუნწულებიან ტოტს ხელით ფრთხილად აბრუნებს.

კარტოფილის მოსავალი უმიწოდ, ბალახის მულჩებქვეშ დათესვით _ კვალში ჩალაგებულ სათესლე კარტოფილს ნახევარი მეტრის სიმაღლის ბალახეულ ნარჩენებს (თივა, ჩალა, მოცელილი მასა) აყრის და ფრთხილად ტენის. არ სჭირდება თოხნა, რწყვა, მიწის შემოყრა. მოსავლის აღების დროს ხელთათმანებით გადასწევს მულჩებს და კარტოფილს სათითაოდ ჩაალაგებს ვედროებში.

_ ბატონო ბესო, ადამიანი იფიქრებს, თითქოს, ბალახ-ბულახის ქვეშ, საჩვენებლად დამალეთ ეს კარტოფილი…

_ არა, ეს ბუნების ნებაა. მართალია, უზარმაზარ ფართობზე კარტოფილს ასეთი წესით ვერ მოიყვან, მაგრამ შენთვის, როცა ეზოში უამრავ ბალახს ცელავ, ასევე უამრავი ნეშომპალა გროვდება და მიწის ფართობიც არ გაქვს დიდი, შესაძლებელია, მცირე შრომის ფასად, ასეთი შედეგი მიიღო. მე ხომ ისეთი ცდების მოყვარული ვარ, შედეგად რომ სრულფასოვანი ბიოპროდუქტის მიღება და თან ეკონომიური გარემოს შექმნა მაინტერესებს, _ გვეუბნება ის და ახლა საგანგებოდ მოწყობილ მინიკარმიდამოში მიგვიძღვება, რომელსაც გურულ განყოფილებად მიიჩნევს.

კადრები "ტრიუმფალურ თაღს" მიღმა

აგრარულ ფართზე დათესილი კიტრი მექსიკური გოგრა აღმოჩნდა (ეს მცენარე სხვა ფართზე აქვს დათესილი). მოთხრა დაენანა, ბამბუკის ღეროებით ე. წ. თაღი გააკეთა, ხვიარა ლერწი ზედ მიამაგრა და როცა უზარმაზარი გოგრები ჰაერში გამოეკიდა, სპეციალური ბადეებით შემოაკრა. ამ თაღქვეშ გაივლი და გურული ვაზის სხვადასხვა ჯიშების ჯარში აღმოჩნდები. თავბრუ რომ არ დაგვეხვეს სახეობების გაცალცალკევებაში, ბატონი ბესო სასწრაფო ჩამონათვალს აკეთებს: ჩხავერი, საკმიელა, სხილათუბანი, ჯანი, მტევანდიდი, გურული საფერავი… სულ კი ბიოფერმერის კარმიდამოში 46 ჯიშის ვაზი მსხმოიარობს!

ფრანგული პინო _ ვაზის ეს სახეობა გურულ განყოფილების მეზობლად "ცხოვრობს". როცა პირველად დარგო, სიმწიფეში აგვისტოს დასაწყისში შევიდა. გაუხარდა და ელოდა, როდის დაკრეფდა საადრეო მოსავალს. ერთ განთიადზე კი მტევნებზე მარცვალიც არ დახვდა, ჩიტებს ისე შეესანსლათ. მალევე აღმოჩინა, რომ პინოს მეორე მოსავლის მოცემაც შეეძლო. შესატეხად მომზადებული ვაზის ლერწები როცა ამოაბრუნა, ყვავილი შენიშნა. დატოვა და მზრუნველობა არ მოაკლო. ნოემბერში უკვე პინოს მეორე მოსავალი მიიღო. ჩიტების დასაფრთხობად კი ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია…

საფრთხობელა _ კოპე მამლის ფრთებით

ბესო მჟავანაძის კარმიდამოში მამლის ფრთებით "მორთული" კოპეებია გამოკიდული. გეგონება, ინდიელთა მოკაზმულობის ხელოვნებას დასესხებია ჩვენი მასპინძელი. აივანზე გამოკიდულ კოპეებს გვაჩვენებს: _ კიდევ უნდა მოვამზადო და ბევრგან დავკიდო, ეს ქურდბაცაცა ჩიტები რომ დავაფრთხო! დილას ადრე საოცრად მიგალობენ, მათ გარეშე აქ ყოფნას რა აზრი აქვს, ხომ ვერ მოვკლავ, აი, ასე ვიგერიებო, _ გვეუბნება და ხელით აბზრიალებს მავთულზე დაკიდებულ, ფრთებით "დაულვაშებულ" კოპეს.

რაც შეეხება აგრარულ ხაზს, ხეხილოვანთა თუ ვენახებს შორის მიწყივ მათი ლაბირინთებია, ყველგან წამოუყვიათ თავი, ყველგან დაბობღავენ. მწვანილეული მხოლოდ ბაზოებზეა განთავსებული! ბაზოები საფეხურებრივად არის განლაგებული, პირობითად ბაზო-ტერასები შეიძლება, ვუწოდოთ. ასეთ მიდგომას ნიადაგის გამოფიტვისგან დაცვით ხსნის, რადგან ხშირ წვიმებს მიწის გადარეცხვა ადვილად შეუძლია, კარგად შემორაგვულ ბაზოებს კი ამინდის ჭირვეულობა ვერ ვნებს.

შორიახლო უზარმაზარი მექსიკური გოგრა წევს _ გიგანტური პავლოვნიების გარემოცვაში ისე წამოგორებულა, თითქოს ბრაზობს, მეც გოლიათი ვარ, ზემოდან ნუ დამცქერითო…

გუგუნებს ეს საოცარი კარმიდამო და მისი ძრავი მხოლოდ ერთი თავგადაკლული ბიოფერმერია, სახელად ბესო მჟავანაძე. ყოველ პარასკევს ქობულეთიდან მეუღლეს ელოდება, რომელიც იქ მუშაობს და ამ ასაკშიც ისევე შეყვარებულებად დარჩნენ, როგორც მრავალი ათეული წლის წინ იყვნენ. სახელად რა ჰქვია? "პარასკევა!" მორჩა და გათავდა! მისგან ხელთქმნილი, სამოთხის გასაღებად ქცეული ყვავილნარი, ჭიშკრის შეღებისთანავე იწყება, შიგ ფუტკრების ზუზუნ-გუგუნი ისმის. სუროების ლიანები კი დაუკითხავად ისე დაგრაგნვია სახლის კედლებს, ლამის მწვანე ბუდედ უქცევიათ.

ბატონი ბესო უნებლიეთ ხვდება, რა უნდა ვკითხო და არხეინად ამბობს, მე და ჩემი მეუღლე პროფესიით ენტომოლოგები ვართ, რა უნდა შემოძვრეს ან შემოფრინდეს სახლში, რომ ვერ გავუგოთ და არ მოვეფეროთო?

მართლაც უსაზღვროა ნაფერებ-ნალოლიავები კარმიდამოს ხიბლი! ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანას ასე საოცარ ბოფერმერთა სიმრავლე, რომლის მსგავსს სიუხვის კერპებით მდიდარ მითოლოგიაში უფრო შევხვდებით, ვიდრე რეალურ გარემოში!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

დავამზადოთ ჩვენებური კევი

მამაკაცები ძილს ქალებზე ნაკლებ დროს ანდომებენ

ყველა სიახლე

სამართალი

„უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს… ოჯახში ორი მიცვალებული ასვენია“

21:35; 20.02.2026
სამართალი

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

21:28; 20.02.2026
საზოგადოება

“შეწყვიტეთ რეფორმა”- ამ ლოზუნგით თსუ-ის პირველ კორპუსთან აქცია გაიმართება

21:27; 20.02.2026
საზოგადოება

პოლიტიკური რეკლამები META-ს პლატფორმებზე – რას ინფორმაციას ავრცელებს ISFED

19:17; 20.02.2026
ფინანსები

Healo-ის ბაზრობა ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტების განათლების მხარდასაჭერად – ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ბანკი

18:20; 20.02.2026
ფინანსები

გალტ & თაგარტმა HIF Tbilisi 2026-ზე ტურიზმის საინვესტიციო ტენდენციების შესახებ მიგნებები გააზიარა

18:18; 20.02.2026
საზოგადოება

მოქალაქეებს ახალი დოკუმენტების შესაცვლელად იბარებენ- რა ხდება ცნობილი

18:15; 20.02.2026
სამართალი

“შსს-ს სასაზღვრო პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა 380 000 ლარის ღირებულების 24 000-ზე მეტი კილოგრამი საკვებად უვარგისი კონსერვი”

17:57; 20.02.2026
ფინანსები

დარეგისტრირდი CODE IT-ზე – შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს

17:46; 20.02.2026
სამართალი

სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო

17:43; 20.02.2026
პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობას გავიზიარებ

17:26; 20.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესებისთვის მაკკინზის და კოკრეას ვორქშოფები ჩატარდა

16:46; 20.02.2026
საზოგადოება

ვინ არის ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის სავარაუდოდ დაკავებული ბიზნესმენი

16:35; 20.02.2026
სამართალი

მკვლელობა შურისძიების მოტივით – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

15:51; 20.02.2026
სამართალი

ეზოდან მოპედი მოიპარეს

15:37; 20.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო