ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ წონის დაკლებაში ადამიანს ჭურჭლის სწორად შერჩევა დაეხმარება. მათი დასკვნით, თეფშის ფერი საკვების მოცულობას განსაზღვრავს. ასე მაგალითად, თუ თეფშის ფერი მასზე განთავსებული საკვების მსგავსია, მაშინ ადამიანი 20%-ით მეტს მიირთმევს, ვიდრე კონტრასტის არსებობის შემთხვევაში. ამდენად, რაც უფრო განსხვავებულია ჭურჭლისა და საკვების ფერი, მით უფრო ადვილად იკლებს ადამიანი წონაში.
ამ თეორიის დასამტკიცებლად ექსპერიმენტის მონაწილეებს წითელ და თეთრ თეფშებზე დადებული მაკარონი შესთავაზეს. ერთ შემთხვევაში პომიდვრის სოუსი გამოიყენეს, მეორეს კი, ნაღები დაუმატეს. ის, ვინც თეთრ თეფშზე გადმოღებული ნაღებიანი მაკარონი მიირთვა, 17-22%-ით მეტი ჭამა, ვიდრე მათ, ვისაც პომიდვრის საწებლიანი მაკარონი წითელი თეფშით მიართვეს.
კორნელის უნივერსიტეტის სპეციალისტების თქმით, ასეთი შედეგის მიღების მიზეზი არის ის, რომ კონტრასტის არსებობის შემთხვევაში, ადამიანი უფრო ადეკვატურად აფასებს თავის პორციას.
პროფესორ ბრაიან ვანსიკის განმარტებით, ადამიანს თვალები ატყუებს. პატარა თეფშზე დადებული საჭმლის პორცია უფრო ბევრი ჩანს, ვიდრე დიდ თეფშზე გადმოღებული იმავე რაოდენობის საკვები.