თავდაცვის ახალი მინისტრის, ლევან იზორიას მიმართ თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ეკა ბესელია გამოეხმაურა. ბესელია ამბობს, რომ კონკურენციამ პოლიტიკური წონასწორობა არ უნდა დაგაკარგვინოს, ინსტიტუციების შეურაცხყოფა დაუშვებელია
„კონკურენციის ვითარება, დააკარგვინებს თუ არა პოლიტიკურ წონასწორობას პოლიტიკური ლიდერებს და ათქმევინებს თუ არა არაადეკვატურ რამეს ან გააკეთებინებს იმას, რაც არაკორექტულია, სწორედ ამით იზომებიან პოლიტიკოსები, ლიდერები. წინასაარჩევნო გარემო, არ ნიშნავს იმას, რომ დაკარგო კონტროლი საკუთარ განცხადებებზე“, _ თქვა ეკა ბესელიამ.