ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირველ საკითხად ბიუჯეტის ცვლილებებზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო და საფინანსო სამსახურის უფროსმა, მარიკა ნაცვალაძემ ისაუბრა.
საკრებულოს წევრები, თამარ ნადირიძე, ლევან მგელაძე და ნათია შარაშენიძემ სხდომაზე მოითხოვეს, რომ კონკრეტულად გაეცათ პასუხი ქალაქ ოზურგეთის რომელ ქუჩაზე იგეგმება გზის ორმული შეკეთებები.
"რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის? იმ თანხით, რაც არის გამოყოფილი, იმ ადგილებზე მოგვარდება პრობლემა, რომელიც უფრო მეტად მისახედია."– უპასუხა დეპუტატებს ბეგლარ სიორიძემ.
"მოსასწრები გაქვთ საქმე, ოქტომბრის არჩევნები მოდის. ქალაქის საკრებულო სანოტაროდ კანტორად გადააქციეთ." – თქვა ნათია შარაშენიძემ.
"თქვენ რძის რიგში მდგარხართ?!" – იკითხა ბეგლარ სიორიძემ.
"ვერ გავიგე? იქნებ კორექტულად გამცეთ პასუხი?"– უპასუხა შარაშენიძემ სიორიძეს.
"არა ოზურგეთში რიგდებოდა და თქვენ ხომ არ ყოფილხართ?" – თქვა ბეგლარ სიორიძემ



































































