ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია. ჩოხატაურის საგანმანათლებო რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში, ჩოხატაურის მასშტაბით, ყველაზე მაღალი 80-დან 78 ქულა პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ეკა კორიფაძემ მიიღო.
ინგლისურში, რომლის მაქსიმალური ქულა 100 იყო, 95 ქულა მიიღო შუა ამაღლების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ელისაბედ სიხარულიძემ.
ზოგად უნარებში მაქსიმალური 80 ქულიდან 70 მიიღო პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თამთა კიკვაძემ.
ისტორიაში მაქსიმალური ქულა 70 იყო და 65 მიიღო ვან-ზომლეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თამაზ თავაძემ.
ქიმიაში 75 ქულიდან 58 მიიღო შუა ამაღლების სკოლის კურსდამთავრებულმა თამთა ყაჭეიშვილმა, მათემატიკაში კი მაქსიმალური 59 ქულიდან 50 მიიღო სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულმა რაფაელ კალანდაძემ.