ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდაში მაქსიმალური შეფასება 80-დან 69 ქულა მიიღო პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა რევაზ დოლიძემ, რომელმაც, ასევე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მაქსიმალური შედეგი აჩვენა ბიოლოგიაში _61 ქულა.
უცხო ენის გამოცდაზე ლანჩხუთელთაგან საუკეთესო შედეგი აქვს მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს ანი კვირკველიას, რომელმაც მაქსიმალური 100 ქულიანი შეფასებიდან 94 ქულა მიიღო.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელშიც მაქსიმალური ზღვარი 80 ქულა იყო 69-69 ქულა მიიღეს პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მარიამ ქინქლაძემ და მეორე სკოლის კურსდამთავრებულმა ანა ჩიკაშუამ. ამ უკანასკნელმა, ასევე, ყველაზე კარგი შედეგი აქვს მათემატიკაში _ მაქსიმალური 59 ქულიდან _ 52.
ისტორიაში, სადაც მაქსიმალური შეფასება 70 ქულა იყო, საუკეთესო მაჩვენებელი აქვს სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავრებულს დავით ჩხაიზეს, რომლის ნამუშევარიც 60 ქულით შეფასდა.