საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ჩოხატაურის ცენტრალური სტადიონი დაათვალიერეს. მუნიციპალიტეტის და კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელეს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სამომავლო გეგმებზე და პერსპექტივებზე.
_” ჩვენ ადგილზე დავათვალიერეთ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც რათქმაუნდა საჭიროებს გაუმჯობესებას, რაშიც შევეცდებით ჩვენ, ფედერაციამ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ”. _ განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ პროცესში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა:
_”ძალიან მადლიერი ვართ, რომ თავიანთი თვალით ნახეს სტუმრებმა თუ რა პოტენციალი გააჩნია ამ ტერიტორიას და იმედი მაქვს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად რამდენიმე წელიწადში აქ სერიოზული საფეხბურთო ბაზა იქნება, რომელიც ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს”.