EURONEWS-ის ინფორმაციით,უკრაინის პრეზიდენტი, პოროშენკო აცხადებს, რომ თუ უკრაინაში ვითარება გამწვავდება, საომარ კანონს შემოიღებს.
პოროშენკოს თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსული სეპარატისტების მიერ დაძაბულობის ზრდის გამო, შესაძლოა, საბრძოლო კანონი აამოქმედოს.
მისივე თქმით, კონფლიქტი მოსალოდნელია კიდევ უფრო დაიძაბოს, რაც სრულ რუსულ ინტერვენციას გამოიწვევს.
მაუწყებლის ცნობით, პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება ქალაქ ბროდიში, გარდაცვლილი მფრინავისთვის პატივის მიგების ცერემონიაზე გააკეთა.
როგორც ცნობილია, გასული 24 საათის განმავლობაში 3 სამხედრო დაიღუპა, 6 კი დაიჭრა.
გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტმა არ განმარტა რას ნიშნავს საომარი მდგომარეობა ან ქვეყნის ტერიტორიის რა ნაწილში ამოქმედდება.
"თუ სიტუაცია გამწვავდება, ჩემი ბრძანებით მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გამოცხადდება,"_ განაცხადა მან.
მაუწყებლის ინფორმაციით, სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები კიევს მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე მძიმე საბრძოლო ტექნიკის შეყვანაში ადანაშაულებენ.
ეუთო-ს ინფორმაციით, აღმოსავლეთ რეგიონებში აფეთქებების და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პირობის დარღვევის რიცხვი მატულობს, მაგრამ ადმინისტრაციულ საზღვარზე, ყირიმში სიმშვიდეა.