https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პოლიტიკოსი ქალის ერთი კვირა _ ლელა ნაცვალაძე

15:08; 23.08.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ორშაბათი, 15 აგვისტო

მობილურის ხმა ჩამესმა, თვალები გავახილე, კედელზე ჩამოკიდებულ საათს გავხედე _ შვიდის ნახევარი იყო. აბონენტი, როგორც შემდგომ გაირკვა, ელგუჯა, ვიღაც მანანას ურეკავდა

_ მანანა, მე ვარ გოგო, ელგუჯა, _ ჩამესმა მამაკაცის ხრინწიანი ხმა, სწრაფად გამოვფხიზლდი და ელგუჯას ვუპასუხე, სხვაგან მოხვდი,-მეთქი, მაგრამ იგი თავის თავში დარწმუნებული, მტკიცებით კვლავ განაგრძობდა, ნამდვილად მანანა ხარ შენო. ასე გაგრძელდა რამდენიმე წამს, ბოლოს, როცა მოთმინების ფიალა ამევსო და მივახალე: _ ბატონო ელგუჯა, ვატყობ ვერ დაგაჯერეთ, რომ მანანა არ ვარ. კარგით, თუ თქვენ ასე გინდათ, ვიქნები მანანა და გისმენთ?! ელგუჯას ხმა ჩაუვარდა _ როგორც ჩანს, დაფიქრდა და მიხვდა, რაც სჭირდა, მომიბოდიშა, დამემშვიდობა და ყურმილი დაკიდა. ასე დაიწყო ჩემი ორშაბათი.

სწრაფად წამოვდექი და ჩემი ჩვეული ოჯახური საქმიანობით დავკავდი(ჩემი და თავისი ოჯახით ბახმაროში წავიდა დასასვენებლად. წასვლის წინ ჩემმა დისშვილებმა განმიცხადეს _ დეიდა, შენი პოლიტიკა სულ არ გვაინტერესებს, ჩვენს ჩამოსვლამდე ოჯახს უნდა მიგვიხედოო. ოჯახის მიხედვაში შედის ბებიას ანუ დედაჩემის, თუთიყუშების, ლეკვის მოვლა. ჰოდა, სწრაფად წამოვდექი და დისშვილების დავალებების შესრულებას შევუდექი. ამასობაში ჩემმა მეგობარმა ცისანა ღლონტმა გამომიარა, ყავა მივირთვით და მუნიციპალიტეტის საკრებულოში წავედი. უკვე სამ წელზე მეტია, გარდა პოლიტიკური მოღვაწეობისა, არასამთავრობო სექტორშიც ვმოღვაწეობ _ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ვარ. ძალიან კარგი გუნდი ვართ და ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჩვენი მუშაობა სამოქალაქო სექტორშიც შედგა.

მისვლისთანავე ელექტრონული ფოსტა შევამოწმე, სოციალირ გვერდს გადავხედე (ეს წესად მექცა, რადგან, ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსი აუცილებლად უნდა ფლობდეს უახლესს ინფორმაციის და აკეთებდეს ანალიზს მიმდინარე პროცესებზე. ხშირად მაქვს მნიშვნელოვანი მიწვევები, დავალებები და ვცდილობ, არაფერი გამომრჩეს. ჩამონათვალს გადავხედე _ მრავალ შეტყობინებებიდან ერთ-ერთი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მოწვევაა _ ოზურგეთში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სკვერის გაჭრასთან დაკავშირებულ საჯარო დისკუსიაზე მიწვევდნენ. ყოველდღიურ სამუშაო გრაფიკს გადავხედე და შეხვედრა ჩავინიშნე. მიმაჩნია, რომ ყველა საქმე, რომელსაც ვემსახურები, ჩემთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია, ამიტომ არ მინდა, რომელიმეს რაიმე მივაკლო და ვცდილობ, დრო შესაბამისად გადავანაწილო.

პარტიული სიტუაციები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა _ სრულდება მოლაპარაკებები სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან. ამ საკითხებზე პარტიულ ლიდერებთან ვისაუბრე, დავალებები მივიღე, შემდეგ ჩემი შტაბის წევრებს დავალებები მივეცი. ამასობაში კაბინეტის კარი გაიღო და ჩემი კოლეგა, ჩემი მეგობარი ბონდო ღლონტი შემოვიდა ჩვეული ომახიანი საუბრით _ მუდამ ვიღაცას ეხმარება, მუდამ ვიღაცას ასწავლის, როგორ მოიქცეს… ნამდვილად ხალხის რჩეულია. ახლაც ერთ-ერთი მოქალაქის პრობლემის მოგვარებაზე საუბრობს. დეპუტატის ბიუროდან ნინო კუკულაძე შემოგვიერთდა, მას ბიუროს უფროსი მურთაზი ფოცხიშვილიც მოჰყვა და ვისაუბრეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ნაშუადღევს ლალი მოვიდა, სიჭინავა( ჩემი კოლეგა), პროექტის _ „კიბო განაჩენი არ არის„ ფარგლებში სკრინინგ ჯგუფები ჩამოგვყავს და დაზუსტებული სიები მოიტანა მუნიციპალიტეტის სოფლებიდან. სამუშაო საათები ამოიწურა. ცისანამ მომაკითხა, მარკეტში შევიარე და სახლში წამოვედი.

რამდენიმე მნიშვნელოვანი ზარი განვახორციელე, კომპიუტერს მივუჯექი და კლასიკური მუსიკის ფონზე გვიან ღამემდე ვიმუშავე.

სამშაბათი, 16 აგვისტო

დილით ადრე ავდექი. ჩემს ეკა ნინიძეს შევეხმიანე. ბათუმში მიდის ექიმთან _ მეორე ოპერაციისთვის ემზადება. ვწუხვარ, რომ დღეს ობიექტური მიზეზების გამო ვერ მივყვები, მაგრამ ესეც მისი გადაწყვეტილებაა _ აქაურობას მიხედეო, ასე დამიბარა!

დილის საქმიანობას მოვრჩი. მეზობლი გულნარა შემოვიდა, ცისანაც მოვიდა, ყავა მივირთვით და სამსახურში წამოვედით. გზაში ვიყავი, როცა ჩემმა დისშვილებმა დამირეკეს _ თურმე, დედ-მამა აბრაზებთ და ჩემთან დაასმინეს. მთხოვენ, ოზურგეთში წაგვიყვანეო. მე, რა თქმა უნდა, ბავშვების მხარეს ვიჭერ და ჩემს დას და სიძეს „ვსაყვედურობ“. ისინიც მშვიდდებიან.

დღეს დეპუტატის რანგში მოქალაქეთა მიღება მაქვს. სულ ექვსი მოქალაქე მოვიდა სხვადასხვა სოფლიდან. ორი მათგანისთვის სოციალური დახმარება მოუხსნიათ. მართალია, ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ რეკომენდაციის სახით თუ ჩაერევა აღნიშნულ პროცესებში, მაგრამ ამომრჩეველი დაჟინებით ითხოვს დახმარებას _ პირადად თქვენთან იმიტომ მოვედით, ქალბატონო ლელა, რომ ვიცით, გულთან მიიტანთ ჩვენს გაჭირვებასო. დასანანია, როცა ხედავ, რომ ადამიანი უკიდურესად გაჭირვებულია და ვერაფრით ეხმარები! სამინისტრომ აუცილებლად უნდა გადახედოს იმ ფორმულასა თუ კრიტერიუმებს, რის საფუძველზეც მართლაც, უაღრესად გაჭირვებულებს უხსნიან ან არ უნიშნავენ სოციალურ დახმარებებს. ამასთან დაკავშირებით გადავწყვიტე, გენდერულმა საბჭომ კვლევა ჩაატაროს და მივმართოთ შესაბამის სამინისტროს.

ნაშუადღევს ოფისში მოვედით მე და ცისანა. შტაბის წევრები დავალებებზე მყავდა გაშვებული და შედეგები მოვისმინე. ოთხ საათამდე სიებზე ვიმუშავეთ. კოორდინატორების ინფორმაციით, ძალიან ბევრი სახლი დაკეტილია და საჭიროებს გადამოწმებას.

ოთხ საათზე დემოკრატიულ ჩართულობის ცენტრში საჯარო განხილვას შევუერთდი. დარბაზი აუდიტორიას ვერ იტევდა. შეხვედრას, პეტიციის ერთ-ერთი ავტორი და ამავდროულად, ჩართულობის ცენტრის დირექტორი გიგი მახარაძე უძღვებოდა. გიგი ზედმეტად მკაცრიც მეჩვენა, რამაც აუდიტორიის გულისწყრომა და გაღიზიანება გამოიწვია. დარბაზში მსხდომ ძალიან ბევრ ადამიანს პატივს ვცემ, მაგრამ ბევრის საქციელმა მეც გამაღიზიანა. არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი იდეალურად გაკეთდა, არც არავის ადვოკატი და დამცველი არა ვარ _ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება უსამართლობასთან ბრძოლაში გავატარე და უფალს ვთხოვ, არასოდეს დამაკარგვინოს სამართლიანობის შეგრძნება. უცბად ფიქრებმა წამიღო, დავბრუნდი არც თუ შორეულ წარსულში, თვალწინ გამიელვა ჩემი მოღვაწეობის პერიოდმა _ გამახსენდა ჩემი ყველა საპროტესტო გამოსვლა, ბრიფინგი თუ პრესკონფერენცია, მაგრამ ამ დარბაზში მსხდომთაგან ერთი-ორი თუ იყო ჩემი თანამოაზრე. უფრო მეტიც, ძალიან ბევრი მათგანი მაშინდელ დროში პრივილეგიებით სარგებლობდა და გემრიელად იყო ცხოვრების ფერხულში ჩაბმული. ამდენს ვინ გაბედავდა? საჯარო დისკუსია კი არა, ხალხს ცხვრებივით მიერეკებოდნენ და რასაც უნდოდათ, იმას აკეთებინებდნენ.

ხმამაღალი შეძახილები ჩამესმა და რეალობაში დავბრუნდი. სიტყვა მოვითხოვე. წამყვანმა გამომსვლელთა სია შეადგინა _ მე-6 თუ მე-7 აღმოვჩნდი. დისკუსიის ორგანიზატორები კარგი მომზადებულები იყვნენ, წარმოადგინეს ექსპერტების დასკვნები, თუ რატომ არ შეიძლებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერის გაჭრა. როგორც იქნა, სიტყვა საკრებულოს თავმჯდომარესაც მიეცა. მან მოპასუხე მხარეს წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. კვლავ გაიმართა პოლემიკა და ასე გაგრძელდა დიდხანს. ცოტა ხანში ჩემი სიტყვის თქმის დროც მოვიდა. მივესალმე დამსწრე საზოგადოებას და აღვნიშნე, რომ თუნდაც დღევანდელი დღე იმის მანიშნებელია, რომ ადამიანებს თავისუფალი სიტყვის თქმის უფლება აქვთ, გააჩნიათ საკუთრი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა და გაპროტესტების უფლებაც. მივმართე ორგანიზატორებს, რომ ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან. თუ დაირღვა კანონი, ან რაიმე გამოტოვა ხელისუფლებამ, რეკომენდაციები წარუდგინონ მათ. ამის გამოცდილება აქვთ, როგორც იურისტთა ასოციაციას, ასევე დემოკრატიული განვითარების კავშირს. მოვიყვანე პოლონეთის მაგალითი, თუ როგორ თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორი და პოლონეთის ხელისუფლება, როგორ წერს კანონებსა და რეკომენდაციებს არასამთავრობო სექტორი, საზოგადოებას აღვუთვი, რომ გენდერული საბჭო მათთან ერთად მიიღებს აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას.

იყო სიტყვით გამომსვლელები ორთავე მხრიდან, განსაკუთრებით ჩემს წინ მჯდომი ლამაზი ქალბატონის აგრესია და ჩალაპარაკებები დამამახსოვრდა… ვერ ვიცანი, ვინ იყო. ჩავთვალე, რომ მოწინააღმდეგე მხარე იქნებოდა, მაგრამ მერე მითხრეს, ჩემი საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მეუღლე ყოფილა. მართალია, არ ვიცნობდი, მაგრამ სიმპათიით ვიყავი მის მიმართ განწყობილი, ის კი როგორ დამსგავსებია მეუღლეს. ძალიან დამწყდა გული!

ამ შეხვედრამ ბევრი რამ თვალნათლივ დამანახა – არიან ადამიანები, რომელთათვისაც კანონი უზენაესია და მოითხოვენ მათ აღსრულებას; არიან ადამიანები, რომელთაც მართლაც ადარდებთ და უყვართ ჩვენი მუნიციპალიტეტი და მისი კუთხე-კუნჭული; არიან ადამიანები, რომლებიც მათი მიზნების მისაღწევად იყენებენ სხვებს და ბრძოლის ველზე მარტო ტოვებენ; არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები, რათა პოლიტიკური ქულები დაიწერონ.

რაც სათქმელია, უნდა ითქვას, გასაპროტესტებელი უნდა გაპროტესდეს, მაგრამ თავი არავის არ უნდა გამოაყენებინო, საკუთარი სახელით უნდა ისაუბრო და არა სხვის ნაცვლად.

შეხვედრა დასრულდა. გამოვედი თუ არა, ეკას დავურეკე. ოპერაცია ხვალისთვის იყო ჩანიშნული. ძალიან მინდოდა, მის გვერდით ყოფნა, სხვა არაფერი აღარ მაინტერესებდა.

სახლში წამოვედი, საოჯახო საქმიანობას შევუდექი, ზამთრისთვის რამდენიმე ქილა კიტრის მწნილი გავაკეთე, კომპიუტერს მივუჯექი და ეკას ვესაუბრე.

ოთხშაბათი, 17 აგვისტო

დილით ადრე გამეღვიძა. ეკაზე ფიქრი ამეკვიატა. ნანას დავურეკე, ოპერაცია თერთმეტზე დაიგეგმა, შენ შემოგითვალა, სანამ პალატაში არ გადავალ, არ ჩამოხვიდეო. მეც დავთანხმდი. თორმეტ საათამდე სახლში საქმიანობას მოვრჩი, თორმეტზე ჩემს გოგონებთან ერთად ჩართულობის ცენტრში წავედით გენდერული ქსელის ტრენინგზე. იქ ცოტა ხნით გავჩერდით, რადგან პირველზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომას უნდა დავსწრებოდით. გულს ვერაფერს ვერ ვუდებ… სამ საათზე მოსახლეობასთან შეხვედრაზე წავედი. მოვისმინე მათი პრობლემები. არის საკითხები, რომელთა მოგვარებაც მუნიციპალიტეტს შეუძლია… მათ შუამდგომლობას დავპირდი. მოგვიანებით ოფისში გამოვიარე, ანგარიშები ჩავიბარე შტაბის წევრებისაგან, ხვალინდელი დღის გეგმები დავსახეთ და სახლში წამოვედი. სახლში სტუმრები დამხვდა, დედაჩემი მშვენივრად გამასპინძლებოდა. მივედი თუ არა, სახელდახელოდ ხაჭაპური გამოვაცხვე და გავუმასპინძლდი. სტუმრები მოგვიანებით წავიდნენ, სახლი მოვაწესრიგე და დასაძინებლად გავეშურე.

ხუთშაბათი, 18აგვისტო

დილით ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ გენადი მესხიძემ მომაკითხა. ცისანას გავუარეთ და ბათუმში ეკას სანახავად წავედით. რეფერალურში ავედი თუ არა, ჩემი კახა ექიმი შემომეგება, ეკასთან შეგვიყვანა. ჩემი ეკა ჩაძინებული დამხვდა. მერე გაიღვიძა, მაგრამ ლაპარაკის თავი არ ჰქონდა, ისე იყო მისუსტებული, ცოტა გამიჭირდაო. მერე ისევ ჩაეძინა.

კახა ექიმთან კონსულტაციები გავიარე, ეკაზე ვკითხე. ყველაფერმა კარგად ჩაიარაო. ჩემს შედეგებზეც ვისაუბრეთ _ მითხრა, რომ კარგი შედეგი მაქვს და ასე უნდა გავაგრძელო.

საავადმყოფოში კარგა ხანს დავყავით, მოგვიანებით გზას ოზურგეთისკენ გავუდექით. ემოციებით დაღლილი ჩამოვედი. კვლავ ეკაზე ვფიქრობ _ ვერ ვეგუები წყნარ და დადუმებულ მეგობარს, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან მალე ყველაფერი კარგად იქნება და ჩვეულ ამპლუას დაიბრუნებს. ისე დავიღალე, არაფრის თავი აღარ მქონდა და დახლში დავბრუნდი

პარასკევი, 19 აგვისტო

დილით ადრე გავიღვიძე, ხატების კუთხესთან მივედი, ლოცვები წავიკითხე. პირველ რიგში, ჩემს დედიკოს მივულოცე, მერე სხვა დანარჩენს, უამრავი შეტყობინება მივიღე კოლეგებისაგან, მეგობრებისაგან. ამ ბოლო დროს შეტყობინებების წერა მეზარება, ამიტომ ყველას ბოდიშს ვუხდი, ვისაც ვერ მივულოცე. უფალმა დალოცოს ყველა! დღეს პირველი შემთხვევაა, როცა ბახმაროში დოღს არ ვესწრები, რადგან გადაუდებელი საქმეებით და შეხვედრებით ვარ დაკავებული. მოგვიანებით სტუმრები მესტუმრნენ და კარგად მოვილხინეთ.

შაბათი-კვირა, 20-21 აგვისტო

დღეს ყველანაირი პოლიტიკა და საზოგადოებრივი საქმიანობა გადადებულია, დღეს სრულად ვეკუთვნი ჩემს ოჯახს. ბაზარში წავედი, სხვადასხვა პროდუქტი, ხილი შევიძინე და ზამთრის შესანახების მომზადებას შევუდექი. საერთოდ, ბუნებით მაქსიმალისტი ვარ _ საქმიანობის დროს ყველაფერის ერთად კეთებას ვიწყებ. მიმაჩნია, რომ ცუდად არ გამომდის. ამაში ჩემი მეგობრებიც დამეთანხმებიან. მოკლედ, ეს ორი დღე ძალიან დავიღალე, მაგრამ ამად ღირდა…

შემდეგი კვირის "ბლოგ-პოსტს" ჩემს კოლეგას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ლალი სიჭინავას ვაბარებ.

ლელა ნაცვალაძე,
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი,
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 იანვრამდე საქართველოში? – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

14:51; 14 იანვარი, 2026
საზოგადოება

ნისლი, დიდთოვლობა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება – რა მდგომარეობაა საქართველოს საავტომობილო გზებზე

12:27; 14 იანვარი, 2026
საზოგადოება

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

11:23; 14 იანვარი, 2026
საზოგადოება

კალანდა სოფელ შემოქმედში

20:13; 13 იანვარი, 2026
საზოგადოება

ექსკლუზივი: სენაკის პოლიციაში საკადრო ცვლილებებია – დაინიშნა ახალი უფროსი

19:54; 13 იანვარი, 2026

სოფელ ზოტში ლიბერთი ბანკის მომსახურების სერვისცენტრი გაქურდეს

გერმანია მიგრანტების მიღებას დათანხმდა

ყველა სიახლე

ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 14 იანვრიდან ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო

12:37; 15.01.2026
პოლიტიკა

აშშ საიმიგრაციო ვიზების გაცემას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს

12:28; 15.01.2026
სამართალი

“სულ ემუქრებოდა ამ გოგოს… გულში დაარტყა დანა” – სასტიკი მკვლელობა თბილისში

12:18; 15.01.2026
სამართალი

პოლიციამ ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

12:06; 15.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები და ურთიერთობების ხელოვნება

11:46; 15.01.2026
ზაფრანი

„საახალწლო განტვირთვა“

11:42; 15.01.2026
ზაფრანი

ბედის საჩუქარი

11:32; 15.01.2026
ზაფრანი

ახალი წლის შემდგომი დიეტა   

11:30; 15.01.2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15.01.2026
მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

10:49; 15.01.2026
მსოფლიო

ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

10:45; 15.01.2026
სამართალი

რიკოთზე განათების ქსელის კაბელები მოიპარეს

21:03; 14.01.2026
სამართალი

მკვლელობა მარჯანიშვილზე _ შსს განცხადებას ავრცელებს

20:49; 14.01.2026
სამართალი

თბილისში, მარჯანიშვილზე, ქალი მოკლეს _ რა დეტალები ხდება ცნობილი

20:30; 14.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 იანვრამდე საქართველოში? – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

14:51; 14.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო