https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სახსოვარი დიდოსტატის კარმიდამოდან

12:08; 25.08.2016
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სულიკო ლომჯარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში ცხოვრობს. მრავალმხრივი ნიჭის მქონე ქალბატონს არაერთხელ მიენიჭა ხალხური რეწვის ოსტატის წოდება. მის კარმიდამოსა და საოჯახო სივრცეს ფლორის უნიკალური ნიმუშები და მაღალი გემოვნებით შესრულებული სხვადასხვა ნაქარგობები ამშვენებს, თუმცა, ამბავი, რომლის შესახებაც ახლა ვისაუბრებთ, ეხება გასული საუკუნის 90-იან წლებში კონსტანტინე გამსახურდიას კოლხური კოშკის გადაწვის ისტორიას.

როცა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საქართველო დატოვა და კოლხური კოშკი "დიდმა" ქართველებმა ცეცხლს მისცეს, სულიკო ლომჯარია და სხვა ასობით მამულიშვილი ამ ცეცხლს აქრობდა, ცდილობდნენ, რაღაც მაინც გადაერჩინათ. რის გადარჩენაც ვერ მოხერხდა, ნახევრად დამწვარი და დანახშირებული გამოჰქონდათ გარეთ.

ქალბატონმა სულიკომ ზოგი ნივთი ნამწვავების სახით წამოიღო, გაასუფთავა, ფორმა მისცა, სულიც ჩაბერა და ასე შექმნა კომპოზიციები კონსტანტინე გამსახურდიას სავარძლის დანახშირებული სახელურის თუ ნახანძრალი ხალიჩის ნარჩენებისგან.

ქაქუთში, სულიკო ლომჯარიას ეზოს ჭიშკრის შეღებისთანავე დაინახავს კოლხური კოშკის ეზოდან წამოღებული ფოთლოვანი სუროს დეკორატიულ თაღს, სპეციალურად გაკრეჭილ-გალამაზებულს. აქ ყველამ იცის, რომ ეს "თაღი", როგორც თვითონ უწოდებს, დიდოსტატი მწერლის კარმიდამოდანაა.

_ არაერთი დღე მახსოვს იმ ძმათამკვლელი ომის საშინელებიდან. როცა ცეცხლს მიცემული კოლხური კოშკის ეზოში შევდიოდით, ვცდილობდით, რაღაც მაინც გადაგვერჩინა. მე, თენგიზ კიკაჩეიშვილი, ციცი ბუქურაული… მოგვიანებით, ციცი ბუქურაული იზა ორჯონიკიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა იმის გამო, რომ კოლხურ კოშკს სტუმრობდა და ცეცხლში გახვეული არქივის გადარჩენაში მონაწილეობა მიიღო… თუმცა, ახლა ჩვენ სხვა თემაზე ვსაუბრობთ. დიდოსტატის ეზოში კვამლში გახვეული ორი ძირი თეთრი ბალი მახსოვს _ ტოტებგარუჯული და დამსხვრეული. რატომღაც ნაწამებ ადამიანებს მოგაგონებდა. ქონგურებს შუა ქრისტესისხლას გარუჯული ღეროები ეკიდა, რომელიც ფრთხილად მოვთხარე; ასევე, ფრთხილად ამოვიღე ნახევრად მოგლეჯილი ფოთლოვანი სურო და დღემდე ჩემს კარმიდამოში მაქვს დარგული. სუროს ხშირად ვუცვლი დეკორაციას, ყველამ იცის, რომ ეს მცენარეები ჩემს ეზოში დიდოსტატ კონსტანტინეს კარმიდამოდანაა, არაერთს უთხოვია და მიჩუქებია კიდეც სანერგედ პატარა ტოტი. ისიც ვიცი, რომ ვისაც ვაჩუქე, ყველგან გაიხარა. ქრისტესისხლა უკვე ჩახმა, ადრე გაზაფხულზე კი მუდამ ადრე იღვიძებს და ჩემს კარმიდამოს საკუთარ მზისფერს აწვდის, _ გვეუბნება ქალბატონი სულიკო.

სულიკო ლომჯარიამ კონსტანტინე გამსახურდიას სავარძლის თუ სკამების ნამწვავებისგან ულამაზესი კომპოზიციები შექმნა, რომლებიც მის კოლექციას ამშვენებს, თუმცა, დღემდე არ მოუხდენია ამის აფიშირება. არაერთი თხოვნის შემდეგ დაგვთანხმდა, გადაგვეღო, მკითხველისთვის მოგვეთხრო და გვეჩვენებინა, რა სახსოვარი წამოიღო მან დიდოსტატის კარმიდამოდან.

ერთ-ერთი კომპოზიცია, რომელშიც ზვიად გამსახურდიას ფოტოა მოთავსებული, გაკეთებულია კონსტანტინეს სავარძლის სახელურის დანახშირებული ნაწილისგან და მასზე გადაკრული ხავერდის ნაჭრისგან. კომპოზიციის ყველა დეტალს დღესაც ცეცხლის კვალი ატყვია. თუმცა, მნახველი უცებ მოჰყავს აღტაცებაში, როგორც ნიჭიერი ხელოვანის ნამუშევარს. ასევე, ნამწვავებისგან არის შესრულებული სანთლის კომპოზიცია, რომლის ერთი ნაწილი მეწამულისფერია და უნებლიედ სისხლთან ასოცირდება. როგორც ქალბატონი სულიკო ამბობს, სავარძლის ხავერდს სწორედ ასეთი ფერი ჰქონდა და მიუხედავად ცეცხლის კვალისა, ნაწილობრივ მაინც შენარჩუნებულია შინდისფერის სიხასხასე.

არაერთი ორიგინალური ნამუშევარი, რომლის ავტორიც ქალბატონი სულიკო ლომჯარიაა, ძირითადად, ჯვრის კომპოზიციებითაა გამოსახული. მრავალი გამოფენის მონაწილე ქალბატონის კოლექციიდან, დღეს პირველად ვსაუბრობთ მისი შემოქმედების იმ ნაწილზე, რომელიც გადამწვარი კოლხური კოშკის ისტორიას ეხება.

იხსენებს იმ დღეებს, როცა კონსტანტინე გამსახურდიას არქივი იწვოდა და წიგნები, რომლის ნაწილის ცეცხლისგან გამოტაცება მოახერხეს, იქვე, სპორტულ დარბაზში გადაიტანეს. ახლაც ნერვიულობს იმაზე, თუ როგორ მოქმედებდა ქართველების ზოგი ვანდალური ჯგუფი და აგურ-აგურ იპარავდა, რასაც მოახერხებდა.

_ ახლა ის მიხარია, რომ ხალხი ცოტა აზრზე მოვიდა, განვლილმა დრომ სასიკეთოდ იმუშავა ერზე. ცოტათი მაინც დარწმუნდა ყველა, რომ არ შეიძლება სახელმწიფოს წინააღმდეგ, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იარაღის აღმართვა, ძმათამკვლელი ომის გაჩაღება. თუმცა, მაინც არსებობენ ჯგუფები, რომლებსაც უფლება რომ მისცე და გასაქანი ჰქონდეთ, კიდევ ერთხელ მოაწყობენ ბართლომეს ღამეს მოწინააღმდეგის გასანადგურებლად, და მხოლოდ იმის გამო, რომ იმ სხვას სხვა აზრი აქვს რაღაცაზე… _ ამბობს ხელოვანი ქალბატონი.

მის ერთ-ერთ ოთახში უძველესი ქართული საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენაცაა. ამ სპეციფიური გატაცებით, მასზე კოლექციონერის სტატუსიც მორგებულია.

გარეთ, კარმიდამოში კი, ზამთარ-ზაფხულ მუდმივად ხასხასებს ფოთლოვანი სუროს დეკორატიული თაღი. ამბობს, რომ ყველაფერზე ძალიან ამ სუროს და კიდევ ქრისტესისხლას უვლის. არაერთხელ უამბობს ყველას, რომ ეს სურო დიდოსტატის კარმიდამოდანაა და კიდევ არაერთ კარმიდამოში დაიდებს ბინას.

_ "კონსტანტინეს სურო" ისე ეკვრის და ეხვევა ირგვლივ ყველაფერს, როგორც დიდოსტატს უყვარდა თავისი სამშობლო და ხალხი, _ გვეუბნება ქალბატონი სულიკო ლომჯარია. დამშვიდობებისას კი მეგობრულად გვთხოვს, ჩემმა საახლობლომ ეს ყველაფერი იცის. თუმცა, 25 წელია, ეს კონკრეტული ისტორია ოფიციალურად არავისთვის მიამბია, რაიმე ზედმეტი არ თქვათ, ვინმემ პოპულიზმი არ დამწამოსო…

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

ონში ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი ინსტალაციის პრეზენტაცია გაიმართება(R)

"მიეცი ხმა, ეს შენი მომავალია!“

ყველა სიახლე

ზაფრანი

საინტერესო ფაქტები თოვლის ბაბუაზე

18:03; 2.01.2026
საზოგადოება

“მოძრაობა გახორციელდება ცალმხრივ რეჟიმში”- საავტომობილო გზების დეპარტამენტი

17:31; 2.01.2026
პოლიტიკა

“საქართველო რუსულ ბანაკშია”- მარკო მიხელსონი

17:19; 2.01.2026
საზოგადოება

დეკანოზი ჯაღმაიძე: სამჯერ დავაყენეთ პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი

15:17; 2.01.2026
საზოგადოება

დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან გაიწმინდა

15:09; 2.01.2026
საზოგადოება

როდემდე გადავადდა შორ მანძილზე მგზავრთა მიკროავტობუსებით გადაყვანის აკრძალვა

13:56; 2.01.2026
საზოგადოება

ოზურგეთში 2026 წლის პირველი ახალშობილი დაიბადა

13:39; 2.01.2026
სამართალი

“წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა”- ბრალდებული სამეგრელოში დააკავეს

13:15; 2.01.2026
საზოგადოება

როდემდე იფუნქციონირებს საახალწლო სოფელი თბილისში

13:05; 2.01.2026
მსოფლიო

საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

10:18; 2.01.2026
საზოგადოება

რა ვითარებაა ნატახტარი-ბორითის სატრანსპორტო კვანძზე

10:08; 2.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ახალი წლის შესახებ

9:58; 2.01.2026
ზაფრანი

იცნობდეთ – სანტა კლაუსი

9:56; 2.01.2026
ზაფრანი

საახალწლო ტრადიციები – ბრინჯის ფაფა, ჩაი და მაკარონი…

9:53; 2.01.2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

9:49; 2.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო