ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარი ინციდენტის დროს მოკლულია 23 წლის მამაკაცი. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
შემთხვევის დროს, ასევე, დაიჭრა ოთხი ადამიანი, რომლებიც რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამი მათგანი ამბულატორიული ჩარევის შემდეგ საავადმყოფოდან გაეწერა, ერთს კი ფილტვზე გამჭოლი ჭრილობის გამო ოპერაცია ჩაუტარდა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილებიდან ერთი პოლიციის თანამშრომელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.