საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ რიოდან დაბრუნებული ქართველი ოლიმპიელები პრეზიდენტის სასახლეში მიიღეს.
გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ოლიმპიელებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, ლაშა ტალახაძეს, ვარლამ ლიპარტელიანს, ლაშა შავდათუაშვილს, შმაგი ბოლქვაძეს, ირაკლი თურმანიძეს და გენო პეტრიაშვილს „რიო 2016“-ის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისთვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენები გადასცა.
დიდი ბედნიერება და სიხარული მოუტანეთ სრულიად საქართველოს. მინდა, მადლობა გითხრათ ამისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მონაწილეს, მწვრთნელს, ექიმებს, თქვენი ოჯახის წევრებს, რომლებიც გგულშემატკივრობდათ და გაძლიერებდათ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.