"ვინაიდან, მთელი საქართველოდან ბატონი თემურ ჭკუასელის გულშემატკივრები გვიკავშირდებიან ლანხუთის საარჩევნო შტაბში და კითხულობენ ბატონი თემურის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ინტერესდებიან მისი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობით, მათ დასამშვიდებლად განვმარტავთ, რომ თემურ ჭკუასელი თავს კარგად გრძნობს, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს თბილ, კონსტრუქციულ ვითარებაში" _ ამ განცხადებას "ქართული ოცნების" ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თემურ ჭკუასელის ლანჩხხუთის საარჩევნო შტაბი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის ზაზა ურუშაძის ხელმძღვანელობით მუშაობს კოორდინირებულად.
_ რაც შეეხება ვაშლებს და მსხლებს, ამის პასუხად გთავაზობთ ვიდეო ჩანაწერს "ტყუილს მოკლე ფეხი აქვს", _ აღნიშნულია შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც შესაბამისი ვიდეო მასალაც ახლავს.