სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან პატიმარი გაიქცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს:
"ბრლდებულმა ო.ვ.-მ, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში იყო გადაყვანილი, პროცესის დაწყებამდე სპეციალურ ოთახში შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება მოხდა. ბრალდებულმა სამედიცინო პერსონალის მოსვლის შემდეგ, მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პერიოდში სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. ამჟამად მიმდინარეობს ძებნა", _ ნათქვამია განცხადებაში.