1 სექტემბერს, 11:30 საათზე ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან და მედიას ფესტივალის დეტალებს გააცნობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, ოზურგეთის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე.
1, 2 და 3 სექტემბერს, ოზურგეთსა და შეკვეთილში, შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი წელს პირველად ,, Check in Georgia"-ს ფარგლებში ტარდება და გურია მასპინძლობს.
ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს, იტალიიის, შვეიცარიის, სომხეთისა და თურქეთის ანსამბლები. დიდ ქართულ სცენაზე 5 ქვეყანა, 25 ანსამბლი და 400-მდე მონაწილე ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს წარმოგვიდგენენ. ფესტივალი 3 დღის განმავლობაში ჩატარდება და 2 მნიშვნელოვან ლოკაციას მოიცავს, კერძოდ – 1 და 2 სექტემბერს, ქართველი და უცხოელ ანსამბლებს ოზურგეთი უმასპინძლებს. 3 სექტემბერს კი გალა კონცერტი გაიმართება შეკვეთილში, ახლადგახსნილ საკონცერტო დარბაზში „Black Sea Arena”, რომელიც ამ ფესტივალის მხარდამჭერია. ფესტივალის პროგრამა:
1 სექტემბერი, 12:00 სთ. – ოზურგეთი, „ჭადრების ბაღი“ ანსამბლები: „შვიდკაცა“, „ვახტანგური“, „იადონი“, „რეხეული“, „ამაღლება“, „გურია“, „აცაურა“, „მხედრები“, ტრიო „ხელხვავი“, მგალობელ-მომღერალთა გუნდი „შემოქმედი“; (დასწრება თავისუფალია)
შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და „Black Sea Arena”-ს მხარდაჭერით გაიმართება.
სამდღიანი ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერი საგამომცემლო სახლი “გურია ნიუსია.“