რამდენიმე წუთის წინ ოზურგეთელი დავით ჩხარტიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ფინალში ის იაპონელ ფალავანს დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.
ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში ყირგიზი ნუზუპბეკ ტოპჩუბაევი 9-8 დაამარცხა.
ინფორმაციისთვის, საფრანგეთის ქალაქ მაკონში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრი გიორგი მელია (96) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ნუგზარ წურწუმიამ (50) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, დღეს 4 წონითი კატეგორიის ფალავნები ასპარეზობდნენ.
დღეს ბერძნულ-რომაული სტილის დარჩენილი 55-66-84-120 კატეგორიის ფალავნები ასპარეზობდნენ – საქართველოს სახელით კი დავით ჩხარტიშვილი (55), რამაზ ზოიძე (66), გურამ ხეცურიანი (84) და ზვიად პატარიძე (120).
ამავე თემაზე:
დღეს ოქროსთვის სამი ქართველი იბრძოლებს
ოზურგეთელი დავით ჩხარტიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია