ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, მდებარე შპს "სასტუმრო გურიას" ბედი კვლავ გაურკვეველია.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობა დაწყებული უნდა ყოფილიყო, თუმცა, ჯერჯერობით, არანაირი სამუშაოები ჩატარებული არ არის. შესაბამისად, დარღვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, რის გამოც, შესაძლოა, კომპანიას, რომელმაც აუქციონზე გაიმარჯვა, ყოველდღიური ჯარიმები დაეკისროს, ერთი თვის შემდეგ კი მას შეუწყდება ხელშეკრულებაც და ქონება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება.
კომპანია, რომელმაც ვალდებულება თავზე აიღო, რომ სასტუმრო “გურიას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდებოდა, კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ის ტექნიკური პრობლემები რაც არსებობს, თუ არ მოგვარდება “გურიას“ ბედი კვლავ გაურკვეველი იქნება.
"გურია" ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ შარშან, 19 აგვისტოს იყიდა.
პირობებიანი აუქციონი არასაცხოვრებელი ფართის გასხვისებასთან დაკავშირებით, 2015 წლის 20 ივლისს გამოცხადდა. ქონების საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება 101 112 ლარი იყო. აუქციონში მონაწილეობა ერთმა პრეტენდენტმა შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობამ მიიღო ". შესაბამისად, აუქციონში აღნიშნულმა შპს-მ გაიმარჯვა. კომპანიამ შენობაში 111 223 ლარი და 20 თეთრი გადაიხადა.
თუ რატომ არ განახორციელდა სასტუმრო “გურიას“ სარემონტო სამუშაოები, ბიზნესმენი ზურა ჩხაიძე “გურია ნიუსთან“ აღნიშნავს, რომ არის რაღაცა პრობლემები, რომელიც. უნდა მოგვარდეს:
“ჩვენ ყველაფრის ვადაში ჩავეტიეთ კიდეც, ყველა ვადა დავიცავით, მათ შორის პროფესიონალური, გონივრული ვადა გვქონდა. ერთწლიანი, აქ იყო ხარვეზი, რომელიც თავიდანვე იქნა. სამწუხაროდ. გაპარული _ შენობაში, არ იყო რამდენიმე ფართი შეყვანილი.
ამას აქვს თავისი ტექნიკური ხარვეზები და რას ნიშნავს ეს _ რადგან შენობა იყო ძველი, ასე ვთქვათ, პასპორტში არ იყო შესული ყველა ფართი, ორი, რომელიც არის ტექნიკურად აუცილებელი, ერთია კიბის უჯრედი, რომლის გარეშეც შეიძლება შენობა? და ასევე, სარდაფი, რომელიც, როგორც გაირკვა, მერე ლიცენზირებული იყო რომელიღაც კომპანიაზე.
არ ვიცი ვისი ბრალია ეგ, ვისაც ეკუთვნის იმის, შეიძლება რომ ხარვეზი დავარქვათ.
ჩვენ ერთი წლის მანძილზე ვითხოვდით ამ ორი ფართის აუქციონზე გამოტანას, აუქცინი გამოვიდა 19 აგვისტოს, ერთი წლის შემდეგ და აუქციონზე გამოტანილი პირობები უკვე ჩვენ აღარ გვაწყობს, ეს ჩვენს ინტერსეში აღარ შედის, ამიტომ, ჯერჯერობით, მოსაგვარებელია ტექნიკური პრობლემა.
ჩვენ გავაკეთეთ აბსოლუტურად ყველაფერი, მათ შორის დავუკვეთეთ პროექტი, იმუშავა საკმაოდ გამოცდილმა ჯგუფმა, ამათ დაემატა ჩემი მშენებელი ჯგუფი და დიზაინერთა და არქიტეტურთა ჯგუფი, მათ ერთობლივად იმუშავეს და არის გაკეთებული პროექტი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იქნება რეგიონისთვის და ქალაქისთვის, ეს მზადაა. ეს შენობა არის პრობლემური, მისი პირველი სართული არის გაყიდული და მას ჰყავს მესაკუთრე, შენობა ანსამბლურად ერთიანად ვერ იკვრება ამიტომ, ვინაიდან ერთი ფლიგელი არის პრობლემური, ამიტომ ჩვენ ტექნიკურმა ჯგუფმა დასკვნა მოგვცა, რომ თუ არ იქნება ის ფლიგელი, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ მუშაობას.
აი, ეს ტექნიკური პრობლემა იყო, ამას სჭირდება დრო, სწორი გაანალიზება, და სჭირდება სწორი გათვლა. აი, ვიდრე ეს დასკვნები არ იქნება, ყველა სპეციალისტისგან და ვიდრე ის პირობები, რაც აღებულია ეკონომიკის სამინიტროსგან და აუქციონზეა გატანილი, ვიდრე ჩვენ ამაზე არ მოვრიგდებით, რა თქმა უნდა, საკითხი გადაუჭრელი იქნება. მთავარია, პროექტი და ეს მზადააა. გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღეს დავიწყებთ მშენებლობას“, _ამბობს ჩხაიძე.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე ამბობს, რომ თუ კომპანია არ გადაიხდის იმ ჯარიმებს, რომელიც დაწესებული აქვთ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუწყდებათ ხელშეკრულება:
“სასტუმრო ჩვენ გავყიდეთ პირობიანი აუქციონით, სამუშაოები უნდა განეხორციელებინა აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას და ჩაედო 800 000 ლარის ინვესტიცია, უნდა დასრულებულიყო ერთი წლის თავზე, მთლიანად ამ სასტუმროს გარეფასადის რემონტი, ჯერ დაწყებულიც კი არ არის არაფერი. ჩენ მივწერეთ წერილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე და გავაფრთხილეთ, იქ არის სანქციები ჩადებული ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე, სადღაც 800 ლარია ჯარიმა და თუ კი არ შეასრულებს ამ პირობას, ერთი თვის ვადაში საერთოდ შეუწყდება ხელშეკრულებას და ეს ქონება მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება.
არსებობს ამ კომპანიის დამფუძნებლების მხრიდან რაღაც მოსაზრება, რომელიც, ჩემი აზრით, კანონთან შუასაბამოა, არ თავსდება კანონმდებლობასთან, იმიტომ, რომ მათ აქვთ სურვილი შეისყიდონ ორი ოთახი, რომელიც ჩვენ არ გაგვიტანია აუქციონზე და არც იყო ჩვენი საკუთრება და ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და იმის გარეშე ეს არ დავიწყეო, ასეთი მიზეზი აქვთ მაგრამ ჩვენ რაც მივყიდეთ, ის უნდა გაეკეთებინათ, ეს გვედო პირობაში და ეს არ არის ჩვენთვის პასუხი და თუ კი არ დაიწყებენ დღე-დღეზე სამუშაოებს და არ გადაიხდიან იმ ჯარიმებს, რომელიც დაწესებული აქვთ ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, შეუწყდებათ ხელშეკრულება და ქონება მუნიციპალიეტტს დაუბრუნდება“, _ ამბობს სიორიძე.