რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში _ მსუბუქი ავტომანქანა ხრამში გადაიჩეხა.
შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი პიროვნება, ლანჩხუთის მკვიდრი კ.ფ. მანქანაში მყოფმა სხვა პირებმა, რომელთა შორის, „ლანჩხუთი-ტექ-სერვისის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი ნუგზარ ცინცაძე, იგივე „ცანცუა“ იმყოფებოდა, საგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანამ ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკაში გადმოიყვანა შემდგომი სამედიცინო დახმარების.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.