თეატრალურ მოედანზე დავით ევგენიძის ბენდისა და ანსამბლ ,,სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა.
საღამო სასიამოვნო ემოციებით სავსე გამოვიდა. ‘’სუხიშვილებმა’’ ოზურგეთელებს სრული საკონცერტო პროგრამა წარმოუდგინეს და მაყურებლის ხანგრძლივი აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. დავით ევგენიძემ და მისმა ბენდმა კი რამდენიმე შთამბეჭდავი მუსიკალური კომპოზიცია შეასრულეს.
ღონისძიებას ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, ვიცე-მერი ალეკო ბურჭულაძე და მერის მოადგილე კობა დუნდუა ესწრებოდნენ. დავით ევგენიძისა და ,,სუხიშვილების“ გამოსვლას მთელი კონცერტის მანძილზე ოზურგეთელები ოვაციებით ხვდებოდნენ.
ქალაქის მერი, ბეგლარ სიორიძე:
"ჩვენს ქალაქში "check in Georgia’’-ს ფარგლებში, არაერთი საინტერესო კონცერტი ჩატარდა, რამაც მთელი ზაფხული განსაკუთრებულად გაგვიხალისა. მინდა ორგანიზატორებსა და პროექტში მონაწილე ყველა ანსამბლსა თუ შემსრულებლებს მადლობა გადავუხადო. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მზადაა მსგავს პროექტებსა და ინიციატივებს მხარი დაუჭიროს“.
დავით ევგენიძე, მუსიკოსი:
,,ბედნიერი ვარ, რომ დღეს ქალაქ ოზურგეთს ვსტუმრობთ, მე თვითონაც გურული ვარ და აქ სტუმრობა ორმაგ პასუხისმგებლობას მაკისრებს. გურულები არაჩვეულებრივი მსმენელები არიან, რადგან მუსიკალური კულტურა გენეტიკაში აქვთ“.
აღნიშნული ღონისძიებით წელს პროექტი ..Check in Georgia’’ დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ქალაქ ოზურგეთს ცნობილი მომღერლები და ბენდები სტუმრობდნენ. (R)