საარჩევნო გაერთიანება “უფლის სახელით – უფალი ჩვენი სიმართლე“ შემომწირველი ამავე პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სალუაშვილი აღმოჩნდა.
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ზურაბ აზნაურაშვილისადმი მიწერილ წერილიდან ცნობილი ხდება, რომ მან პარტიას 25 ლარი შეწირა აგვისტოს თვეში.
“2016 წლის 9 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით, ჩვენი საარჩევნო ფონდში გახორციელდა: მხოლოდ ერთი (25-ლარიანი შემოწირულობის) ჩარიცხვისა და ერთი (125-ლარიანი სარეგისტრაციო გადასახადის) გადარიცხვის ოპერაცია. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ფონდის ანგარიშზე ირიცხება – 15 ლარი და 68 თეთრი.“