დღეს, 11:00 საათზე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ადგილობრივი მუდმივმოქმედი საბჭოს პროექტის პრეზენტაცია გაიმართეს.
ადგილობრივი მუდმივმოქმედი საბჭო არის ადგილობრივ დონეზე შექმნილი საკოორდინაციო ორგანო, რომლის შემადგენლობაშიც, პროკურატურის წარმოადგენლებთან ერთად, იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრობაციის ბიუროს წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები.
საბჭოს მიზნებს წარმოადგენს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანოების შორის თანამშრომლობის გაღრმავება დანაშაულის პრევენციის სფეროში. საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, კონკრეტულ რეგიონში გასახორციელებელ პრევენციულ ღონისძიებებში, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების გააქტიურება, ადგილობრივ დონეზე პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისას ინიციატივებისა და წინადადებების მომზადების წახალისება.
საბჭო აღნიშნული მიზნების მისაღწევად პერმანენტულად შეიკრიბება და განიხილავს რეგიონში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობას, შეიმუშავებს ინიციატივებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს რეგიონისთვის საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით დასახავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებული გეგმას.
შეხვედრაზე განხილული იქნება ოჯახური ძალადობის და სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კუთხით გასული წლების სტატისტიკური მონაცემები და კონკრეტულ რეგიონში არსებული მდგომარება.