"ვის რაში სჭირდება ხათუნა ლაგაზიძე, განსაკუთრებით, ახლა, როცა ის წაბრძანდა ჩვენგან"_ პაატა ბურჭულაძემ ყოფილი თანაგუნდელის ბრალდებებს ”TV პირველის” ეთერში უპასუხა. როგორც "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა აღნიშნა, ლაზაგიძის ბრალდებები არის უსაფუძვლო და ის პარტიული სიის ხუთეულში ვერმოხვედრას უკავშირდება.
„ხათუნა ლაგაზიძის ბრალდებები იყო მოულოდნელი. ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. ყველაფერი მოჰყვა სიას, რადგან ქალბატონ ხათუნას სასურველი ადგილი არ ჰქონდა. სია მე არ შემიდგენია, სიის შედგენაში ყველანი ვმონაწილეობდით, მათ შორის ქალბატონი ხათუნაც და იქ იყო ნათქვამი, რომ პრიორიტეტი მიენიჭოს მას, ვინც უფრო მეტად პროფესიონალია. მას სურდა ხუთეულში შესვლა, მაგრამ იქ ვერ მოხვდებოდა. მე ვიტყოდი, რომ ქალბატონი ხათუნა ნამდვილად არის დასაცავი, მაგრამ თავისი თავისგან. იმიტომ, რომ ასეთი ფანტაზიები რომ ვიღაც დასდევს… ვის რაში სჭირდება ხათუნა ლაგაზიძე, განსაკუთრებით, ახლა, როცა ის წაბრძანდა ჩვენგან", _ განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.