სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის (სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურიის მხარე) აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ, _ ამის შესახებ განცხადებას სს“ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" განცხადებით, 13 სექტემბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ 13:00 საათიდან 14:00 საათამდე გამოირთვება 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზი "წალენჯიხა“ ( ქვესადგური „ზუგდიდი-4“ და „ზედა ეწერი“) დიაგნოსტიკური გაზომვების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 7575 აბონენტს (4109 აბონენტი ქალაქი და 3466 აბონენტი სოფლები: რუხი-რიყე, ოდიში, კალინინი, ზედა ეწერი და მიმდებარე სოფლები).
13 სექტემბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 15:00 საათიდან 16:00 საათამდე გამოირთვება 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ინგირი“ ( ქვესადგური „კახათი“ და „დარჩელი“) დიაგნოსტიკური გაზომვების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 6617 აბონენტს ( სოფლები: კიროვი-2, ანაკლია, კიროვი-3, კოკი ორსანტია, ერგეტა, კახათი, ახალ-კახათი, თარგამული და მიმდებარე სოფლები).
13 სექტემბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 16:00 საათიდან 17:00 საათამდე გამოირთვება 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ცაიში“ ( ქვესადგური „ცაიში“ დიაგნოსტიკური გაზომვების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 1542 აბონენტს (სოფლები: საჯიქიო, ცაცხვი, ოქტომბერი, კურორტი).
13 სექტემბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 09:30 საათიდან 14:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ფოთი-2“ დან ფიდერი N19 სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ფოთის მომსახურეობის ცენტრის 1958 აბონენტს (კუნძულის უბანი).
14 სექტემბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 14:00 საათიდან 15:00 საათამდე გამოირთვება 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ცივი“ ( ქვესადგური „ფოცხო-I-II“ დაცვების შემოწმების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ სენაკის მომსახურეობის ცენტრის 1224 აბონენტს (სოფლები: ლეძაძამე, უშაფათი, კოლოპია, ფოცხო-კიროვი).
15 სექტემბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 13:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ოზურგეთი“-დან ფიდერი N2, N9 თითო საათით რიგ-რიგობით ზეთიან ამომრთველში ზეთის შეცვლის მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ოზურგეთის მომსახურეობის ცენტრის 1638 აბონენტს (გრიბოედოვი, ნინოშვილი, კოსტავა, ქუთაისის ქუჩები).
16 სექტემბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 13:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ოზურგეთი“-დან ფიდერი N6, N8 თითო საათით რიგ-რიგობით ზეთიან ამომრთველში ზეთის შეცვლის მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ოზურგეთის მომსახურეობის ცენტრის 2779 აბონენტს (დაბა ანასეული, სოფ. ოზურგეთი, აკაკის, გურიის, გოგებაშვილის ქუჩები).
როგორც სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებაშია აღნიშნული, სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.