საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში, სოფელ ოზურგეთი – გურიანთის საავტომობილო გზის 1 100 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო.
მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი ჩხაიძესთან და სოფელ ოზურგეთში გამგებლის წარმომადგენელთან ბადრი თავდუმაძესთან ერთად დაათვალიერა.
„მიმდინარეობს სოფელ ოზურგეთი – გურიანთის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება. პროექტი გარდამავალია. წელს დაიგება გზის 1 100 მეტრიანი მონაკვეთი. სამუშაოები მომავალ წელსაც გაგრძელდება. ჯამში მოეწყობა 2 კილომეტრი და 460 მეტრი სიგრძის გზა. გზის რეაბილიტაციის პროცესს მონიტორინგის მიზნით გამგეობის შესაბამისი სამსახურები აკვირდებიან", _ აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
სოფელ ოზურგეთი – გურიანთის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპის ღირებულება 423 422 ლარს შეადგენს.
მიმდინარე წელს სოფ.ოზურგეთში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობა და ეზოს კეთილმოწყობა დასრულდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მოეწყობა მცირე ხიდი და მილხიდი.
განხორციელდება ამბულატორიის სარემონტო სამუშაოები.
გაიწმინდება საინაღვრე არხები.
ამ დროისთვს, დასრულებულია სასაფლაოს შეღობვა. (R)