ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელის წარმომადგენელი სოფელ ნატანებში ილია თავაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას არ ადასტურებს თავაძე: “ვინ გითხრათ, თქვენ ეგ? მიმართეთ პრესსამსახურს“.
“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების მაჟორიტარ დეოუტატს დავით სიხარულიძეს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა: “ილია თავაძე გადავიყვანე ჩემთან ნატანებში ფერმერთა მომსახურების ცენტრში. სადაც ის პროფესიონალურად გაუძღვება საქამიანობას. ის წლების განმავლობაში ჩემთან მუშაობდა. გული დამწყდა, როცა გამგბელის პოზიციაზე იყო. არ ვიცი, ვინ დაიკავებს მის ადგილს, ეს ჯერ უცნობია", _ აღნიშნა სიხარულიძემ.