საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაწყების შესაძლებლობას ხშირ შემთხვევაში ხელს კანონის ხარვეზი უშლის.
აღნიშნულის შესახებ ნინო გვენეტაძემ "გურია ნიუსთან" ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ "საჭიროა დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლების დახვეწა და შესაბამისი კანონდებლობის სრულყოფა".
"ასევე, მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლების ძირეულ ცვლილებებს ითვალისწინებს. მომავალ პარლამენტში ამ კანონპროექტის წარდგენასაც ვგეგმავთ. მოქმედ კანონს ბევრი ხარვეზი აქვს, არ არის მკვეთრი აქცენტები გაკეთებული პასუხისმგებლობის საფუძვლებზე. ამ მხრივ შესწავლილია დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკა, დასავლეთის ქვეყნების მდიდარი გამოცდილება და მომზადებულია შესაბამისი კანონპროექტი", _ განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
"გურია ნიუსი" ნინო გვენეტაძესთან ჩაწერილ ვრცელ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.