ვინ შეცვლის ირინა იმერლიშვილს უშიშროების მდივნის პოსტზე, ჯერჯერობით, უცნობია. საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს ისაუბრებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა უშიშროების საბჭო, შესაძლოა, ვანო მაჭავარიანს ჩააბაროს. იმერლიშვილის შემცვლელად, ასევე, ლევან დოლიძის, ხათუნა ლაგაზიძის, თეონა აქუბარდიასა და ლევან ალაფიშვილის კანდიდატურები სახელდება.