ცხინვალის დეფაქტო რეჟიმის ადმინისტრაციის პრესსამსახური, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით ოთხი მოქალაქის დაკავებას იუწყება.
სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ამდროისთვის დაკავებულების სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი განიხილება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფაქტს მორიგ პროვოკაციულ ქმედებად აფასებს და ამბობს, რომ საკითხს ყველა შესაძლო ფორმატში განიხილავენ.