ბლოკის _ "პაატა ბურჭულაძე _ სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერები, გუშინ, "ივლიტას ბიბლიოთეკაში" ახალგაზრდებს შეხვდნენ. კითხვაზე, რატომ შექმნა პარტია არჩევნებამდე ორი თვით ადრე, პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ პარტიამდე ფონდი შექმნა და ხელისუფლებას თანამშრომლობას აქტიურად სთავაზობდა:
_ არასდროს არ მინდოდა პოლიტიკაში შემოსვლა, მაგრამ როცა ვიგრძენი რომ ქვეყანაში საქმე ცუდად მიდიოდა, შევქმენი საქართველოს განვითარების ფონდი. დავდეთ პროგრამა და მთავრობას შევუთვალეთ, რომ შეგვხვედროდნენ. პირადად ვურეკავდი, რომ შევხვედროდით, მაგრამ ვერცერთმა ვერ გამონახა დრო. მაშინ ვთქვით, რომ თუ არ დაგვიძახებდნენ მოვიდოდით პოლიტიკაში. ვერ შეგვხდნენ და ჩვენც შემოვედით, _ აღნიშნა ბურჭულაძემ.