"ხათუნა ლაგაზიძეს და გიორგი რუხაძეს სიაში ადგილები არ მოეწონათ და პარტია ამის გამო დატოვეს", _ ასე განმარტავს პაატა ბურჭულაძე პარტიიდან უკვე ყოფილი თანაგუნდელების წასვლას.
აღნიშნულ თემაზე პაატა ბურჭულაძემ "ივლიტას ბიბლიოთეკაში" ისაუბრა, სადაც ახალგაზრდებს, ბლოკის ლიდერებთან ერთად შეხვდა:
_ ჩვენს მიმართ ხდება ძალიან დიდი ზეწოლა, _ აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" დაიშალა, თუმცა ამაზე ხმას არავინ იღებს:
"ყველაფერი გადმოტანილია ჩვენზე, რომ როგორმე პრობლემები არ შევუქმანთ მთავრობას. კიდევ გაიგებთ, რომ ვიღაცეებმა დაგვტოვეს, მაგრამ ხომ ხედავთ _ გვტოვებენ ვითომ ასობით, მაგრამ მაინც ათასობით და ათიათასობით ვრჩებით. რაღაცაშია საქმე, უნდა დაფიქრდეთ…", _ თქვა პაატა ბურჭულაძემ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით ამ ყველაფრის მიზეზი გაერთიანების მზარდი რეიტინგია:
_ ეს არის საფრთხის შემცვლელი "ქართული ოცნებისთვისაც' და "ნაციონალური მოძრაობისთვისაც". როცა ვერ გებრძვიან პროგრამით, ელექტორატთან ურთიერთობით, საქმის კეთებით ერთადერთი გზა რჩება _ გვესროლონ რაც შეიძლება მეტი ტალახი, _ აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.