გაზის სუნის მატებასთან დაკავშირებით განმარტებას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაც აკეთებს.
"შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში (ვაკე, წყნეთი) დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი, რაც გამოწვეული იყო გაზის ჭარბი ოდორიზების გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ მოახდინა მყისიერი რეაგირება და ამ ეტაპზე არანაირი ტექნიკური პრობლემა აღარ არსებობს.
ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ის გამოიყენება ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მისაცემად, რათა მარტივად მოხდეს ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წამოადგენს.
შექმნილი მდგომარეობის გამო შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" ბოდიშს უხდის მოსახლეობას.
ცხელი ხაზის ნომერი: 2 24 40 40 (651)საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება" – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ცნობისთვის, თბილისის ზოგიერთ უბანში ბუნებრივი აირის მკვეთრი სუნი დილიდანაა. მოქალაქეების ნაწილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა "ყაზტრანგაზ თბილისთან" დაკავშირება და მიზეზების გარკვევა ვერ შეძლეს.
მოგვიანებით, ყაზტრანსგაზ თბილისმა" გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რომ ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მიცემა სპეციალური ნივთიერების (ოდორანტის) საშუალებით, ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოსაჩენად მოხდა, თუმცა კომპანიაში განმარტავენ, რომ ოდორიზაციის პროცესზე პასუხისმგებლები არ არიან.
ამავე თემაზე:
რატომ დგას თბილისში ბუნებრივი აირის სუნი
"პროცესზე პასუხისმგებლები არ ვართ" – "ყაზტრანსგაზ თბილისი" განმარტებებს აკეთებს