ამერიკის შეერთებლი შტატების საჰაერო ძალებმა ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" ქიმიური იარაღების ქარხანა დაბომბეს, რომელიც ფარმაცევტული ქარხნის თავზე იყო გახსნილი. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ამერიკის საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტის, ჯეფრი ჰარიგიანის განცხადებით, დაბომბვაში 12 თვითმფრინავი მონაწილეობდა.
მისივე თქმით, ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ტიპის ქიმიკატები იყო ქარხანაში.
"ამ ეტაპზე არვიცით რა სახის ქიმიკატები იყო ქარხანაში,"_აცხადებს ჰარიგიანი.