ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა წოწერია „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბრალდებებს პასუხობს _ სანდრა რულოვსის განცხადებით, ხელისუფლება მოსახლეობაზე ზეწოლას ახორციელებს. როგორც რულოვსმა სოფელ გრიგოლიშში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ გვიან ღამით სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა სოფლის მცხოვრებლები გააფრთხილეს, რომ თუ სანდრა რულოვსთან შეხვედრაზე მივიდოდნენ, სოფელში დაწყებული გზის მშენებლობა შეჩერდებოდა.
წოწერია კი რულოსვთან შეხვედრის შემთხვევაში სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების შესახებ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ ყველა დაწყებული პროექტი დათქმულ ვადებში დასრულდება.
„რულოვსი სხვა სოფლებშიც იყო და ჩაატარა შეხვედრები, თუმცა დაწყებული პროექტები არსად შეჩერებულა. ეს ინფორმაცია ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია“, _ აღნიშნა მამუკა წოწერიამ.