ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დებატების დროს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატმა ოზურგეთში დავით მჟავანაძემ თქვა, რომ: “სოფლებში ჩვენი მხარდამჭერების მისამართით ხდება დაშინება.
დაბა ლაითურში გამგებლის წარმომადგენელმა კაბინეტიდან გამოაგდო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და ეს ადამიანი იყო იმისთვის მისული თავის შვილიშვილებს ესაჭიროებოდა ერთჯერადი დახმარება. სოფელ ოზურგეთში გამგებლის წარმომადგენელმა პირდაპირ დაემუქრა ჩვენს წარმომადგენელს, რომ გაუშვებდა სამხედრო სამსახურში თუ ის არ ჩამოგვშორდებოდა. დანარჩენს ფაქტების შესახებ პრესკონფერენციაზე ვიტყვი".
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დაბა ლაითურში, ემზარ ბერიძე ამბობს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“ ერთხელ და სამუდამო უნდა მოეშვას ტყუილების თქმას.
“ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. არავის არ ვაგდებ შენობიდან და ყველა მოქალაქეს, რომელიც მოდის ჩვენთან პრობლემების მოსაგვარებლად შეძლებისდაგვარად ვეხმარებით.“ – გვითხრა ემზარ ბერიძემ.
ოზურგეთის გამგებლის წარმომადგენელი, ბადრი თავდუმაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ მსგავსს ფაქტს, რასაც “ნაცმოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს სიმართლეს არ შეესაბამება.
“მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ჩემს სიტყვებზე ვარ პასუხისმგებელი“, _ თქვა ბადრი თავდუმაძემ.