პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახი კალაძე "ივლიტას ბიბლიოთეკაში" ახალგაზრდებს შეხვდა და მათ "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ესაუბრა.
შეხვედრა, საათნახევრის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და კალაძემ ყველა აქტუალურ შეკითხვას ამომწურავად უპასუხა.
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რომ ამ შეხვედრაზე ვიმყოფები და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ია მამალაძეს. როდესაც მითხრეს, რომ ახალგაზრდებთან შეხვედრა იყო შესაძლებელი მაშინვე დავთანხმდი. ყოველთვის მივესალმები ახალგაზრდებთან შეხვედრას, რადგან თქვენ ხართ ძალიან მნიშვნელოვანი ძალა.
ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს ქვეყნის განვითარებაში. თქვენი ყოველდღიური ჩართულობა ქვეყნის განვითარების ფერხულში ძალიან მნიშვნელოვანია, _ მიმართა ბიბლიოთეკაში შეკრებილ ახალგაზრდებს კახი კალაძემ.
კალაძის თქმით, ყველამ უნდა შეიტანოს პატარა წვლილი ქვეყნის მშენებლობაში:
_ მინდა ყველას გთხოვოთ, მოგიწოდოთ, დააფიქსიროთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი 8 ოქტომბერს. ხმა მიეცით თქვენს მიერ შერჩეულ პოლიტიკურ ძალას. არ აჩქარდეთ, გაეცანით ყველა პოლიტიკური სუბიექტის მიერ წარმოდგენილ ქვეყნის განვითარების ხედვას. ნახეთ რა გეგმები აქვთ, რამდენად რეალური და შესრულებადია ეს ყველაფერი. კარგი ანალიზი გააკეთეთ და ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ჩააბაროთ ქვეყნის მართვა, _ აღნიშნა კახი კალაძემ ახალგაზრდებთან საუბრისას.