ოზურგეთში თავსხმა წვიმა პირველი საათისთვის დაიწყო და ახლაც გრძელდება. ხუთი წუთის განმავლობაში კინოთეატრის წინ მდებარე ტერიტორია _ ჭადრების ბაღი და ირგვლივ მდებარე სავალი ნაწილები უცებ დაიტბორა, რადგან ნიაღვარმა გასასვლელი ვერ იპოვა. ეს ის ადგილია, სადაც ჯერ არ დასრულებულა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც ასე წარმატებით გახორციელდა ქალაქის დანარჩენ ნაწილში, სადაც თანამედროვე ტიპის ცხაურებიანი არხები გაკეთდა, ნიაღვარი უპრობლემოდ ჩაედინება კალაპოტში და საცობები არც წარმოქმნილა. იმედია, აქაც მალე დასრულდება ანალოგიური არხების მოწესრიგება თუ წყალგამტარი გვირაბების მოწესრიგება, რადგან, სულ ხუთი წუთის განმავლობაში, ტერიტორიის სავალი ნაწილები წყლით დაიფარა და მოქალაქეები თუ მანქანები რის ვაივაგლახით გადაადგილდებოდნენ.
გურულებს ხუმრობა არც ასეთ ამინდში ავიწყდებათ: „არ გადამიღოთ რა, არაფერს ვაშავებ, ხომ ხედავ, ფეხაკრეფით მივდივარ ბორდიურზე, წყალს არ ვაბინძურებ, თან გზას ვუთმობო“, _ ღიმილით მოგვაძახა ერთმა ახალგაზრდამ.