ტელეკომპანია "იმედმა" ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადება გაავრცელა.
კელის განცხადებით, საქართველოში საარჩევნო კამპანია სამაგალითოდ მიმდინარეობს.
”მე მგონი, ყველა ხვდება არჩევნების მნიშვნელობას. მნიშვნელოვანია გამოხატული იქნას ქართველი ხალხის ნება. შესაბამისად, რაც შემიძლია გითხრათ მიმდინარე კამპანიაზე, ეს არის ძალიან კარგი, სამაგალითო და კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული. შეიძლება იყოს რამდენიმე ინციდენტი, თუმცა, ამის შესახებ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ მთავრობასთან. მე ვისურვებდი, რომ არჩევნები და საარჩევნო კამპანია ასეთი კარგი იყოს ამერიკაშიც”, _ განაცხადა იან კელიმ.