ჰოლანდიელმა მეცნიერებმა მარსზე გაფრენისათვის მზადება დაიწყეს, რომელიც 2023 წელს შედგება.
პირველი რაკეტა 4 ადამიანთან ერთად სტარტს 2023 წელს აიღებს, შედარებით ადრე 2022 წელს მარსზე გაიგზავნება საჭმლის, სასმელისა და ჟანგბადის მარაგები, მართალია ცნობილი არ არის რამდენ ხანს ეყოფათ ეს მარაგები ადამიანებს მარსზე.
ასეთი ექსტრემალური საქციელის მიზეზი ელემენტარულია: ადამიანების მიერ გარე ცივილიზაციებისა და მარსზე სიცოცხლის შესწავლა.
მეცნიერემბა მაშინვე განსაზღვრეს პრობლემები, რომლებიც იქ ადამიანებს დახვდებათ. მაგალითად მათ უნდა ისწავლონ წყლიდან ჟანგბადის მოპოვება, მაგრამ იქამდე უნდა დადგინდეს, რომ მარსზე წყალი არსებობს.
მეორე პრობლემა შეიძლება იყოს ძლიერი ქარი, რომელიც კოსმონავტებს მოძრაობაში შეუშლის ხელს.
რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, მისი მთავარი სპონსორი იქნება რეალითი-შოუ, ადამიანების მისია მარსზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა ტელევიზიით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებს მოუწევთ ზოგიერთი ორგანოს ხელოვნური ორგანოთი შეცვლა.
დაველოდოთ 2023 წელს და ვნახოთ რა ხდება წითელ პლანეტაზე.