ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. სასამართლომ შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გია სირაძე დამნაშავედ სცნო.
მერაბიშვილს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების აკრძალვა შეეფარდა 2 წლით და 3 თვით. კოდუას და სირაძეს კი 9-9 წლიანი პატიმრობა და ასევე 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების აკრძალვა.
პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილს უფროსს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს გია სირაძეს 2014 წელს წაუყენეს.