საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არასამთვრობო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და მათ მიერ გავრცელებულ იმ გაცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც წინასაარჩევნო პერიოდში "26 მაისის საქმესთან" დაკავშირებით ახალი ვიდეომასალის გამოქვეყნებას პოლიტიკური ქვეტექსტები აქვს:
_ ის მესამე სექტორიც ხომ დასვრილი და დაბინძურებულია, სამოქალაქო საზოგადოებაც ხომ მათ გარყვნეს, ისეთი ხალხი შედის და ისეთ ნიშას იბრალებს.
ასეთი აგრესიული "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც კი არ არიან, როგორც ისინი ვინც არასამთავრობოებს აფარებენ თავს.
ფულზე რომ იყო საუბარი იქ გიგაურმაც მიიღო რაღაც პაგონები და ესენი გამოდიან. მესამე სექტორს კი არ ვაკრიტიკებ, მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს ვაკრიტიკებ, ამ სექტორს ნუ აბინძურებენ, _ აღნიშნა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთნ შეხვედრისას.
ყოფილი პრემიერის ამ განცხადებას მოკლე კომენტარით უპასუხა ეკა გიგაურმა სოციალურ ქსელში:
_"მაგ დროს საჯარო სექტორიდან 4 წლის წამოსული ვიყავი" _ წერს გიგაური.