ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განცადებით, ქალაქში წესრიგის დასაცავად ნაციონალური გვარდია გამოვიდა. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიზეზი უწყვეტი საპროტესტო აქციები გახდა. ბოლო ასეთი აქციის დროს დაიღუპა ერთი მოქალაქე. პოლიციელების მიერ უიარაღო აფროამერიკელის მკვლელობის გამო, დემონსტრაცია არეულობაში გადაიზარდა.
ქალაქის მმართველობის მტკიცებით, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამართალდამცავებმა მომიტინგეების დაშოშმინება სცადეს, რასაც დემონსტრანტების მხრიდან სროლა მოჰყვა.
არეულობებისას 20 სამართალდამცავი დაშავდა, განადგურდა პოლიციის რამდენიმე ავტომობილი. ქალაქის იმ რაიონებში კი, სადაც საპროტესტო გამოსვლებია, გახშირდა მაღაზიების დარბევა და ძარცვა.